პანკისის სპეცოპერაციისას მძიმედ დაჭრილი თემირლან მაჩლიკაშვილის მამის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომელიც მან უმცროსი ქალიშვილის მიერ მოყოლილ ამბავზე დაყრდნობით გაავრცელა, მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი გამოეხმაურა. მარიამ კუბლაშვილის თქმით, მას ამ თემაზე მაჩალიკაშვილების უმცროს ქალიშვილთან არ უსაუბრია და შესაბამისად ინფორმაციას ვერ დაადასტურებს:
"მასთან პირადად არ მისაუბრია და აქედან გამომდინარე, ვერ დავადასტურებ.“- განაცხადა ადვოკატმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ სპეცრაზმელს შეეშინდა, როდესაც თემირლანის ხელში მობილური ტელეფონი დაინახა, რაც გასროლით დასრულდა.
მარიამ კუბლაშვილი აღნიშნავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის უმცროსი დის გამოკითხვა, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას მოხდება.
„დაცვის მხარე აწარმოებს უკვე წინასწარ გამოკითხვას, რაც გადატანილი იქნება გამოკითხვის ოქმებზე. შესაბამისად, ვიდრე არ მექნება მოპოვებული მტკიცებულება ოფიციალურად, ვიდრე არ გავაკეთებთ გამოკითხვას, მე კომენტარისგან თავს შევიკავებ,“ - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






