„სამწუხაროა, როდესაც ამ ქვეყნის, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დღეს გამოაცხადა დამნაშავედ“ - პროკურორი სააკაშვილზე
სამართალი - 11:12, 05 Jan, 2018     3334

საქართველოს მესამე პრეზიდენტს სანდრო გირგვლიანის საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სამიქს პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბრალდების მხარეს ჰქონდა მოლოდინი, რომ სასამართლო ამ საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანდა:

„სტრასბურგის გადაწყვეტილება გახდა საფუძველი, რომ გირგვლიანის საქმეზე ჩატარებულიყო ხელახალი, ობიექტური გამოძიება. ამ გამოძიების შედეგების მიხედვით, დღეს უკვე გირგვლიანის საქმეზე რვა პირის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. მათ შორის, პრეზიდენტ სააკაშვილის, იმჟამინდელი შს მინისტრის ივანე მერაბიშვილის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას და სხვა მაღალჩინოსნების მიმართ. ამ საქმეს აქვს ორი მხარე, ერთი რა თქმა უნდა, არის ადამიანური მხარე და სამწუხაროა, როდესაც ამ ქვეყნის, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დღეს გამოაცხადა დამნაშავედ, მაგრამ არის მეორე სამართლებრივი მხარე. ეს საქმე უნდა გადაიქცეს პრევენციად იმისა, რომ მიუხედავად სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების იერარქიული მდგომარეობისა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ხელისუფლების და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე კანონის შესაბამისად მოხდება ყველას პასუხისგებაში მიცემა“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42