„ვიდეომასალას გავეცნობი და განცხადებას მას შემდეგ გავაკეთებ“, - აღნიშნა კუბლაშვილმა.
სუსის მტკიცებით, პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციებისას დაკავებულთა კავშირი აჰმედ ჩატაევთან დადგენილია.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ დაკავებულ პირებს კავშირი ჰქონდათ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ აჰმედ ჩატაევთან და ტერორიზმში ბრალდებული ჯგუფის სხვა წევრებთან.
გომელაურის უწყებაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ ამოიღებულია ვიდეკადრები, რომლებშიც ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმატოვი თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად.
ბინიდან, რომელშიც აჰმედ ჩატაევი იმყოფებოდა, ამოღებულია თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებული საბანკო ხელშეკრულება, რომელშიც ადგილობრივი საბანკო რეკვიზიტების გარდა მითითებულია სამი უცხოური ქვეყნის საბანკო რეკვიზიტები. სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე მიმდინარეობს თემირლან მაჩალიკაშვილის საბანკო ანგარიშების შესწავლა.
მასალის გამოყენების პირობები






