სასამართლომ პოეტ ზვიად რატიანს 2 ათას ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. როგორც რატიანის ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სასამართლომ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელების შეურაცხყოფის ნაწილში სამართალდარღვევა დაადგინა.
პროკურორის განცხადებით, სასამართლომ ლმობიერი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან რატიანმა პროცესზე დანაშაული აღიარა:
„როგორც ცანს სასამართლომ ლმობიერი გადაწყვეტილება მიიღო, იქიდან გამომდინარე რომ ბატონმა ზვიადმა ფაქტობრივად აღიარა, როგორც ჩანს გააცნობიერა, სასამართლო პროცესზე. რაც შეეხება მის ბრალდებებს პოლიციისადმი, აღნიშნულზე მიმდინარეობს გამოძიება პროკურატურაში და ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად ღია, ობიექტურები და მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან, ვიდეო კადრები გასაჯაროვდა სასამართლო სხდომაზე“, - განაცხადა პროკურორმა.
მასალის გამოყენების პირობები






