გია გაჩეჩილაძის ( უცნობის) სიძეს, კომპანია „სიტროენ ჯორჯიას” ხელმძღვანელ გიორგი შარაშიძეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 5 საათის განმავლობაში კითხავდნენ . როგორც შარაშიძემ გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განმარტა, საგამოძიებო უწყებას კითხვები ჰქონდა ლილოში მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. მისი თქმით, შენობა ექვსი თვის წინ გადააბარეს და ეკონომიკის სამინისტროს არცერთი შენიშვა არ ჰქონდა, ექვსი თვის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ შენობები გაქრა. გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ არცერთი აგური არ გაუტანიათ ტერიტორიიდან.
”კონსტრაქტ ვიჟენის” მფლობელი გიორგი შარაშიძე საგამოძიებო უწყებაში მის დაბარებას კარტერულ გარიგებებზე მისსა და მომღერალ უცნობის განცხადებებს უკავშირებს:
“ეს საქმე აღიძრა ერთადერთი მიზეზით, რომ ჩვენ გავაკეთეთ განცხადება და შევიტანეთ სასამართლოშიც და კონკურენციის სააგენტოშიც კარტელის წინააღმდეგ და ვაწარმოებთ ამ დავას. მხოლოდ და მხოლოდ ეს არის მიზეზი ამ დავის აღძვრისა და თუ ვისაუბრებთ კონკრეტულად ამ საქმეზე, ამ შენობა ნაგებობებიდან თითქოსდა ნანგრევების და აგურების გატანაზე, მარტივად შეიძლება ამ საქმის გამოძიება. არ შეიძლება ქრებოდეს ქვეყანაში შენობები, როცა გვყავს მოწოდების სიმაღლეზე შესაბამისი ორგანოები,“ - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
გიორგი შარაშიძეს ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურში დღესაც ელოდებიან.
მასალის გამოყენების პირობები






