თბილისის საქალაქო სასამართლო ამჟამად პამკისის სპეცოპერაციისას დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის ზურაბ გორნაკაშვილის საქმეზე მსჯელობს. ადვოკატის, ირაკლი ბენიას განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მონაწილეობდა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში. გორნაკაშვილის ინტერესების დამცველი სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მყოფი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს, თუმცა მას გირაოს ოდენობა არ დაუკონკრეტებია
“მოვითხოვ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს. პროკურატურა, სავარაუდოდ, პატიმრობას მოითხოვს. არსებობს სხვადასხვა სახის მტკიცებულებები საქმის მასალებში და ვთვლი, რომ ბრალი რაც აქვს წაყენებული გორნაკაშვილს არ იძლევა საფუძველს, რომ მონაწილეობდა დანაშაულში.” – განაცხადა ირაკლი ბენიამ..
მასალის გამოყენების პირობები






