საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისას ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს
სამართალი - 09:42, 28 Dec, 2017     1734
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1954 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ო. ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მის მიერ გაყალბებული პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა. ასევე დადგინდა, რომ მ.ო. 2007 წლიდან თურქეთის რესპუბლიკაში, ხოლო 2017 წლის 22 აგვისტოდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვადასხვა დანაშაულისთვის: ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის ჩამოყალიბება და მისი ხელმძღვანელობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ძარცვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით იარაღის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით დაუფლება და ტარება.

გამოძიება ყალბი დოკუმენტის გამოყენების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 362-ე და 344-ე მუხლებით“ - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42