გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ბადურ ჩოფანაშვილის ადვოკატს ბრალდების მხარე იმ მტკიცებულებებს გადასცემს, რომლის წარდგენაც სასამართლოშია დაგეგმილი.
დალი ბარბაქაძე დღესვე დაკავებულს შეხვდება. როგორც მოდულის შენობაში შესვლამდე ადვოკატმა აღნიშნა, ბადურ ჩოფანაშვილი აჰმედ ჩატაევთან ნაცნობობას კატეგორიულად უარყოფს.
"გამომძიებელი დამიკავშირდა. დღეს სავარაუდოდ მას ბრალს წაუყენებენ, ასევე გადმომცემენ იმ შესაძლო მტკიცებულებებს, რომლის წარდგენსაც აპირებენ სასამართლოში. გავეცნობით საქმის მასალებს, კვალიფიკაციას, რას ედავებიან და შემდეგ მოგახსენებთ პოზიციას. მე ბრალდება ოფიციალურად არ მაქვს, მაგრამ რაც საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს, გადავეცი მას. ის კატეგორიულად უარყოფს ჩატაევთან ნაცნობობას, რაიმე კავშირს მასთან და საერთოდ წარმოუდგენელია მისთვის ასეთი ბრალის წარდგენა", - თქვა დალი ბარბაქაძემ.
პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ერთ-ერთ პირს ბრალს დღეს წარუდგენენ.
ფოტო: "იმედინიუსი".
მასალის გამოყენების პირობები






