პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულები ჩატაევთან კავშირს უარყოფენ და ბრალს არ აღიარებენ
სამართალი - 12:43, 27 Dec, 2017     1697

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულ პირებს ბრალს უახლოეს საათებში წაუყენებენ.

ბრალდებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატებმა უკვე მოინახულეს.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ისინი აჰმედ ჩატაევთან კავშირს კატეგორიულად უარყოფენ და მომხდარი მათთვის მოულოდნელი იყო. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

„მან საერთოდ არ იცის, კონკრეტულად რაში გვედება ბრალი. მხოლოდ და მხოლოდ ცნობილია ის გავრცელებული ინფორმაცია, რაც ტელევიზიით გავიგეთ. შესაბამისად, ბრალზე საუბარი, რა მუხლს წაგვიყენებენ, არ ვიცით ოფიციალურად.

რაიმე კავშირს ჩატავეთან, მომხდარ დანაშაულთან კატეგორიულად უარყოფს და საერთოდ ამბობს, რომ ის არ იცნობს ახმედ ჩატაევს, შესაბამისად არც რაიმე ურთიერთობა არ ჰქონია და ვერც ექნებოდა,“ - აცხადებს ბადურ ჩოფანაშვილის და რამაზ მარგოშვილის ადვოკატი დალი ბარბაქაძე.

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი, ირაკლი ბენია კი დასაცავი პირის ვინაობას არ ასახელებს.

„ არ აღიარებს ბრალს, რა ფაქტთან დაკავშირებითაც დაკავებულია. მე როცა შევხვდი, მისთვის არ იყო ცნობილი, ვინ და რომელი პიროვნებები არიან დამატებით დაკავებული, შესაბამისად, იცნობდა თუ არა, ამ ეტაპზე არ ვიცი მისი პოზიცია სხვა დაკავებულების მიმართ. ჯერჯერობით არანაირი მტკიცებულება დაცვის მხარეს არ გადმოგვეცა,“ - განაცხადა ადვოკატმა ირაკლი ბენიამ.

ადვოკატის თქმით, საქმის მასალებს არ იცნობს და შესაბამისად, გარკვეულ დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, გუშინ დილით თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში დაკავებულ იქნა საქართველოს 5 მოქალაქე: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42