მეორე ბრალდებულის, მერაბ ღოღობერიძის დაცვის მხარეს გამამართლებელი მოლოდინი აქვს, პაატა შავაძის თქმით პროკურატურა გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მოლაშქრე უწყებად გვევლინება და ბრალდება მთლიანად აგებულია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებზე.
გუშინ სასამართლოზე დასკვნითი სიტყვით ბრალდების მხარე წარსდგა. პროკურატურის განცხადებით ბათუმის 11 - 12 მარტის მოვლენების დროს დაზიანება 37 პირმა მიიღო, სახელმწიფოს კი 239 ათას ლარზე მეტი ზარალი მიადგა. პროკურატურის შედეგ, დასკვნით სიტყვას დაცვის მხარე იტყვის. ორივე ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლო განაჩენს, სავარაუდოდ იანვრის დასაწყისში გამოუტანს.
ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე აპრილის თვეში დააკავეს. ბრალდების მხარე მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობას ედავება. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს. ჩხვირკია და ღოღობერიძე ბრალს და ერთმანეთთან რაიმე კავშირს არ აღიარებენ.
მასალის გამოყენების პირობები






