„ჩვენ ველოდებით, რომ ეს ვიდეო ჩანაწერები იქნება უწყვეტ რეჟიმში წარმოდგენილი და არ იქნება ეპიზოდური ხასიათის ვიდეო კადრები. შესაბამისად, ამ ვიდეო კადრების გამოკვლევის შემდგომ სასამართლო იმსჯელებს, ჰქონდა თუ არა ადგილი ხსენებული სამართალდარღვევების ჩადენას.“ - განაცხადა ადვოკატმა ანა ნასრაშვილმა.
პროკურატურამ ზვიად რატიანის მიერ სამართალდამცველების მისამართით წაყენებულ ბრალდებაზე გამოძიება დაიწყო. საქმის მოკვლევას აწარმოებს გენინსპექციაც.
პოეტი ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლის ფარგლებში სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს. რატიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შსს-ში კი აცხადებენ, რომ ზვიად რატიანი ნასვამი იყო, სამართალდამცველებს წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა, რითაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას არ აძლევდა.
თბილისის პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ზვიად რატიანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება 24 დეკემბერს დაიწყო, გამოძოება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






