სასამართლომ ქმრის მიერ ილიაუნიში მოკლული ლექტორის საქმეზე შსს-ს მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა
სამართალი - 11:49, 26 Dec, 2017     4356
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ილიაუნიში მოკლული ლექტორის მარიკა წივწივაძის დედის სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ.

მოკლული ლექტორის დედის თალიკო თხელიძის ინტერესებს კავშრი „საფარი” იცავდა. ადვოკატი მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა მარიკა წივწივაძის დედისთვის და შვილისთვის:

"თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელეების თ. თ.-სა და ა. კ.-ს სასარჩელო მოთხოვნა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს მიმართ.

მოსარჩელემ განმარტა, რომ სახეზეა მოპასუხეთა უმოქმედობით გამოწვეული ზიანი, კერძოდ, მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება, რის გამოც თ. თ.-მ მოითხოვა, შვილის მ. წ.-ს გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება - 10 000 ლარის ოდენობით, ასევე, არასრულწლოვან ა. კ.-ს სასარგებლოდ სარჩოს სანაცვლოდ ერთჯერადი ანაზღაურება 216 850 ლარის ოდენობით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებენ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვან შესრულებას. მ. წ. მიმართავდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებს მის მიმართ ლ. მ.-ს მხრიდან განხორციელებული მუქარის, ძალადობის ფაქტების და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ და ითხოვდა დახმარებას, მოპასუხე - ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ კი არ იქნა განხორციელებული კანონით განსაზღვრული ყველა ის ქმედება და პროცედურა, რაც შეამცირებდა ლ. მ.-სგან გამომდინარე საფრთხეს. სასამართლომ მიიჩნია, სახელმწიფო ორგანოებმა მიუხედავად მათი ინფორმირებულობისა არ მიიღეს ყველა გონივრული ღონისძიება მ. წ.-ს ხელშეუხებლობის დასაცავად და არ მოახდინეს მის მიმართა ძალადობის ფაქტებზე სათანადო რეაგირება.

სასამართლომ სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურებს ნაწილში დააკმაყოფილა სრულად, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ თ. თ.-ს სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით. სასარჩელო მოთხოვნა სარჩოს ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული სარჩოს სანაცვლოდ ერთჯერადი ანაზღაურების გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობა, შესაბამისად, სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოებს სარჩოს ანაზღაურება დააკისრა არა ერთჯერადი ანაზღაურების სახით, არამედ ყოველთვიურად 608 ლარის ოდენობით ა. კ.-ს სრულწლოვანებამდე. სასამართლომ სარჩოს ოდენობა განსაზღვრა მ. წ.-ს ხელფასის (შემოსავლის) გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობაზე გაყოფით.

სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღეში სააპელაციო წესით"- ნთქვამია სასამართლოს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42