ყაჩაღობის მცდელობისთვის 5 პირი დააკავეს
სამართალი - 09:40, 26 Dec, 2017     6001
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი აღკვეთა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფური ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით, დანაშაულებრივი დაჯგუფების 5 წევრი: 1965 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯ.ბ., 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.ბ., 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ქ., 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ჯ. და 1991 წელს დაბადებული უ.ე. თბილისში დააკავეს. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა - ვ.ბ.-მ შეიტყო, რომ მიმდინარე წლის 23 დეკემბერს ერთ-ერთი სადისტრიბუციო კომპანიის დისტრიბუტორს დიდი ოდენობით თანხა - ათეულობით ათასი ლარი სამსახურებრივი ავტომობილით უნდა გადაეტანა და თბილისში, კალაუბნის ქუჩაზე მდებარე „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალში ჩაებარებინა. ვ.ბ.-მ, თანამზრახველებთან ერთად, დისტრიბუტორზე ყაჩაღური თავდასხმა განიზრახა და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.

დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებმა „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალის ტერიტორია შეისწავლეს, იქვე მდებარე მშენებარე შენობაში 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და პისტოლეტი, საბრძოლო ვაზნებთან ერთად, წინასწარ გადამალეს და დანაშაულის ჩასადენად ფუნქციები გადაინაწილეს.

ბრალდებულებმა განზრახვის აღსრულება მიმდინარე წლის 23 დეკემბერს დაგეგმეს, თუმცა სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების გამო, ჩანაფიქრი ვერ განახორციელეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი დაჯგუფების ხუთივე წევრი „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და დაგეგმილი ყაჩაღური თავდასხმა აღკვეთეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების მიერ გადამალული 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფური ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით”- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42