დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატმა, ვახტანგ კვიჟინაძემ ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლაში განაცხადა, რომ მათი მოთხოვნაა, არ მოხდეს ჩაბუქის ექსტრადირება. კვიჟინაძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების მიზეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ემრე ჩაბუქის თურქული მხარისთვის გადაცემა საფრთხის შემცველია:
„ბრალდება არ ემყარება მტკიცებულებას, რომლითაც დამტკიცდება დანაშაულის ჩადენა. ორი წლის განმავლობაში, ეს ადამიანი თურქეთში არც ყოფილა და ვერანაირ ქმედებას ის ვერ განახორციელებდა. რაც შეეხება ექსტრადირებას, უნდა გამოირიცხოს, რომ არ მოხდება წამება და არაადამიანური მოპყრობა, მაგრამ ყველა კვლევებით ნათლად ირკვევა, რომ ამ მხრივ თურქეთში არის კატასტროფული ვითარება. ამიტომ მოვითხოვთ, არ მოხდეს ექსტრადირება, რადგან ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულების რეალური გამოვლენა“, - განაცხადა ვახტანგ კვიჟინაძემ.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს, თურქეთის მხარის მოთხოვნით თბილისში დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






