„ეს არ არის უბრალოდ უფლებამოსილების გადამეტება, სისხლის სამართლის კოდექსში არის სპეციალური მუხლი, რომელიც გულისხმობს ღირსების შემლახავ და არაადამიანურ მოპყრობას და სწორედ ამ მუხლით უნდა წარიმართოს გამოძიება. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩატარდეს დროული საგამოძიებო მოქმედებები, დროული ექსპერტიზა და უცილებლად პირი უნდა იქნეს დროულად დაზარალებულად ცნობილი, სხვა შემთხვევაში დადგება გამოძიების ეფექტიანობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები,“ - აცხადებს ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” იურისტი ედუარდ მარიკაშვილი.
”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორის თქმით, საჭიროა არსებობდეს ეფექტური მექანიზმები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების და გადაცდომის ფაქტებზე ადეკვატური რეაგირება.
„საჭიროა არსებობდეს ეფექტური მექანიზმები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების და გადაცდომის ფაქტებზე ადეკვატური რეაგირება. ეს არის სწორედ ის დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომლის შექმნასაც ჩვენ ვითხოვთ.“ - აცხადებს მიხეილ ბენიძე.
შეგახსენებთ, პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მისი თქმით, სამართალდამცავებმა ის საპოლიციო კონტროლის ფარგლებში გააჩერეს, ცინიკურად ესაუბრნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ზვიად რატიანი 10 საათიანი პატიმრობის შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები






