ჩანერგილი აგენტი და საკალათბურთო სკანდალის უცნობი დეტალები - ვინ მფარველობს ჩაწყობილ თამაშებს
სამართალი - 09:54, 24 Dec, 2017     3277
სკანდალი ქართულ კალათბურთში - ე.წ. ჩაწყობილი თამაშები 12 000 ლარად და დაკავებული ხუთი ადამიანი.

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კალათბურთის მსაჯები და მწვრთნელები დააკავა, ტემპერატურა თანდათან მატულობს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები სუპერლიგის სხვადასხვა მატჩს წინასწარ შემუშავებული სქემით აწყობდნენ და თანხის სანაცვლოდ ყიდდნენ.

დაკავებულთა შორისაა საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის კიდევ ერთი თანადამფუძნებელი, თემურ დათიკაშვილი, რომელიც, ადვოკატის განცხადებით, ჩაწყობილ თამაშებთან კავშირს უარყოფს და არც თანხის აღებას ადასტურებს.

სამაგიეროდ, დანაშაული დაკავებისთანავე აღიარეს ძმებმა დავით და ირაკლი ბერიშვილებმა.

ამასთან, „ნიუპოსტისთვის“ ცნობილი ხდება, რომ გამოძიება ყველა იმ საკალათბურთო მატჩით დაინტერესდა, რომელშიც დაკავებული მსაჯები ან მწვრთნელები მონაწილეობდნენ.

არსებობს ეჭვი, რომ დამნაშავეთა წრე შესაძლოა, გაიზარდოს. „სოხუმის“ მწვრთვნელის, ვაჟა კვარაცხელიასა და კლუბის თანამფლობელ თემურ დათიკაშვილის ადვოკატის თამარ აბესაძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გამოჩნდება, თუ ვის ინტერესში შედიოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფების გარიგებული მატჩების სკანდალში გახვევა.

ბრალდებულების შეფასებით, დანაშაული ჩანერგილი პირის მიერაა პროვოცირებული და თამაშების ჩაწყობას რეალურად ადგილი არ ჰქონია.

დაცვის მხარე მატჩების გარიგებას დიდი კითხვვს ნიშნის ქვეშ აყენებს და ამბობს, რომ საქმეში ერთი კალათბურთელიც არ ფიგურირებს.

„დათიკაშვილიამბობს, რომ თამაშის დროს ერთი მსაჯიც კი ვერ დააფარებს ხელს მოთამაშეს, როცა ის თუნდაც სამქულიანებს აგდებს. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ ამ საქმეში თვითონ კალათბურთელებიც უნდა იყვნენ ჩართულები, რათა სპეციალურად ააცილონ ფარს, ან გადავიდნენ საჯარიმო ზოლზე და ა.შ., თუმცა საქმეში კალათბურთელები არ ფიგურირებენ“, - აცხადებს აბესაძე.

გარიგებული მატჩების საქმეში ბრალდებული ირაკლი და დავით ბერიშვილების ადვოკატი კი ვარაუდობს, რომ ასეთ დანაშაულში, დიდი ალბათობით, ტოტალიზატორებიც იყვნენ ჩართულები.

იასონ ბესელია აცხადებს, რომ საქმეში არსებული აუდიო-ვიდეო მასალაში საუბარია, თუ რა შედეგი უნდა ყოფილიყო, ვისსა და ვის შორის გამართულიყო მოლაპარაკება, რა თანხაზე შეთანხმდნენ და ა.შ.

„ნიუპოსტთან“ მომხდარის ობიექტური გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს გადაცემა „სპორტის საათის“ წამყვანი ლაშა დვალიშვილიც.

„მომხდარი ზიანს აყენებს მთლიანად ქართული სპორტის განვითარებას და ქვეყნის იმიჯს. ძალიან არასასიამოვნოა, რომ საკალათბურთო ცხოვრებაში ასეთი მასშტაბის სკანდალი პირველად მოხდა და ბრალდებულები საკმაოდ ცნობილი ადამიანები არიან,“ - ამბობს დვალიშვილი.

სპორტულ ჟურნალისტს სისხლის სამართლის დანაშაულში ტოტალიზატორების შესაძლო კავშირზეც ვკითხეთ, რაზეც გადაცემა „სპორტის სათის“ ავტორმა აღნიშნა, რომ სათამაშო ბიზნესთან მიმართებაში პასუხები გამოძიებამ უნდა გასცეს.

„ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთბ, მაგრამ სად, როგორ, რანაირად და რა გზებით ხდებოდა ყველაფერი? - ეს კითხვა აუცილებლად უნდა დაისვას. ასევე, უნდა დაისვას შეკითხვა, თუ რამ უბიძგა ამ ადამიანებს, რომ ეს ნაბიჯი გადაედგათ. დარწმუნებული ვარ, ვინც ამ საქმეში იღებდა მინაწილეობას, ამ საქციელს აუცილებლად ინანებს. ისინი ძალიან ცუდ დღეში არიან და დარწმუნებული ვარ, რომ ნანობენ დანაშაულს.

რაც შეეხება სათამაშო ბიზნესის მონაწილეობას, ამაზე საუბარი რთულია, მით უმეტეს, არ მაქვს ინფორმაცია, საქართველოს საკალათბურთო თამაშები იყო თუ არა შეტანილი საქართველოს ბაზარზე არსებულ რომელიმე საბუქმეიკერო კომპანიაში,“ - აბობს ჟურნალისტი.

დვალიშვილი თვლის, რომ ჩაწყობილი თამაშების პრობლემასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ თავისი ხედვა უნდა წარმოადგინოს.

„უნდა შეიცვალოს კანონი... ხელისუფლების მხრიდან მუდმივად მიდის საუბარი სათამაშო ბიზნესის აკრძალვაზე, რაც აბსოლუტურად მცდარი მიდგომაა. ჩემი აზრით, უნდა განხორციელდეს რეგულაციები სათამაშო ბიზნესის რეკლამირების მიმართულებით - რეკლამირება უნდა ხდებოდეს ღამის საათბში,“ - აღნიშნავს ჟურნალისტი.

ლაშა დვალიშვილს უჭირს, თქვას, ჰყავდათ თუ არა დაკავებულებს მფარველები.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით კითხვებსაც პასუხები გამოძიებამ უნდა გასცეს.

ხუთივე დაკავებული ახლა იზოლატორში იმყოფება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ სამ პირს - ვაჟა კვარაცხელიას, თემურ დათიკაშვილს და ზაზა მაჩალაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა, ირაკლი და დავით ბერიშვილებმა კი გირაო - 5-5 ათასი ლარი 30 დღეში უნდა გადაიხადონ.

პროკურორი გიორგი ლილუაშვილი ორი ბრალდებულის მიმართ გირაოს მოთხოვნას იმით ხსნის, რომ მათ დაკავების მომენტიდან ითანამშრომლეს გამოძიებასთან.

„სამი ბრალდებულის მიმართ მოთხოვნილი იყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. რაც შეეხება კიდევ ორ ბრალდებულს, რომლებმაც დაკავების მომენტიდან ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მიაწოდეს ყველა ის ინფორმაცია, რაც მათთვის იყო ცნობილი, შესაბამისად გათვალისწინებული იყო ეს შემამსუბუქებელი გარემოება და მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ მათ მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულიყო გირაო, რაზეც იმსჯელა სასამართლომ და სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მოთხოვნა“, - განაცხადა პროკურორმა.

სხვათა შორის, პროკურორი ვინმე დათოზე,რომელსაც დაკავებულები ჩანერგილს უწოდებენ კომენტარს არ აკეთებს.

ზოგადად, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ქართველ სპორტსმენებს ე.წ. გარიგებული მატჩების საბაბით აკავებენ - ბოლო წლებში გარიგებული მარჩების, მინიმუმ, ექვსი შემთხვევა გახმაურდა.

უფრო მეტიც, რამდენიმე წლის წინ ისიც ითქვა, რომ ტოტალიზატორებიდან ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატის მატჩების შესაძლოა, ამოეღოთ, თუმცა როგორც ამ საქმეში ჩახედულები ამბობენ გარიგებული თამაშები მთელი მსფლიოს პრობლემაა და ამ აქინაციების შესახებ ყველაზე ბევრ ინფორმაციას მსაჯები ფლობენ, რადგან როგორც „ნიუპოსტს“ უხსნიან, ვიღაცები ფულს სწორედ მათ „აწერენ“. ამასთან, „ნიუპსტის“ წყარო არც იმას გამორიცხავს, რომ კლუბი თავად თანხმდებოდეს ე.წ. გარიგებულ მატჩზე, თუმცა ამის შესახებ მსაჯს ყურმოკვრით მაინც ეცოდინება.

ისე, კალათბურთის მსაჯებისა და მწვრთნელების დაკავებას ერთი ტრაგედია უძღოდა - რამდნეიმე დღის წინ, მალთაყვის ტყეში ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების მსაჯის ცხედარი იპოვეს. მოხმდარზე საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა , თუმცა ოფიციალური ვერსიის ოჯახი იმთავითვე არ იზიარებდა. გარდაცვლილის მეუღელე და დედა ეჭვობდნენ, რომ ტრაგედიის წინა დღეს, საფეხბურთო ჩემპიონატის მსაჯს უცნობმა პირებმა შინ მიაკითხეს და დაძაბული საუბრის დროს ფულს სთხოვდნენ. ამიტომაც გაჩნდა ეჭვი, რომ ილო ტუღუშის სიკვდილი შესაძლოა, ჩაწყობილ თამაშებთან ყოფილიყო დაკავშირებული





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42