ადვოკატი თამარ აბესაძე ამბობს, რომ დათიკაშვილს ბრალდების მხარე კომერციულ მოსყიდვას ედავება, რაც დაკავებულის შეფასებით, პროვოკაციაა.
კითხვაზე ვისი მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრობს დაკავებული ადვოკატის განმარტებით, ამაზე ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობს.
"აბსოლუტურად ყველაფერს უარყოფს და ამბობს, რომ აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია. ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია. წუხს ყოველივეზე და გულისტკივილს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ემსახურებოდა სპორტს, ახლა კი ხდება ისე, რომ მასთან დაკავშირებით ვრცელდება ასეთი ინფორმაციები. პროვოკაციასთან დაკავშირებით შემდგომში მოგახსენებთ დაზუსტებით, ვინაიდან შეიძლება საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ. თანხაზე საუბარი საერთოდ არ არის. ეს დასადგენია, იყო თუ არა თანხა საქმეში. სუს-მა რა გაავრცელა ერთია და სინამდვილეში რა არის, ეს მეორეა.
რაც შეეხება ბერიშვილების აღიარებას, მე არ მეხება აღნიშნული საკითხი, მაგრამ ბერიშვილებმა თავიანთ ქმედებაზე აგონ პასუხი, თუკი ეს ასეა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც არის ძალიან შეწუხებული ამ ყველაფრისგან, არ აღიარებს კომერციულ მოსყიდვას და განიცდის ძალიან”, - განაცხადა ადვოკატმა.
მასალის გამოყენების პირობები






