პატიმრის მიმართ გულგრილობა - პროკურატურამ ქსნის N7 დაწესებულების ყოფილ დირექტორს ბრალი წარუდგინა
სამართალი - 12:16, 22 Dec, 2017     1910

საქართველოს პროკურატურამ ჩატარებული გამოძიების შედეგად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის N7 დაწესებულების ყოფილი დირექტორი რ.ა. 2009 წელს ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა:

„2014 წლის 20 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - „თენგიზ ჩქოტუა და ელისო არქანია საქართველოს წინააღმდეგ“, დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ნაწილის დარღვევა, რის საფუძველზეც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ეფექტური გამოძიების ჩატარებაზე. მითითებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე და შესაბამისად გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ახორციელებდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი.

მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009 წლის დეკემბერში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის N7 დაწესებულების დირექტორმა, რომლისთვისაც ცნობილი იყო დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრის თენგიზ ჩქოტუას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა და მისი სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის აუცილებლობის თაობაზე, გამოიჩინა სამსახურებრივი გულგრილობა და დროულად არ შეასრულა კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა - პატიმრის ჰოსპიტალიზაციის თაობაზე. მიუხედავად მსჯავრდებულის ოჯახის წევრებისა და მისი ადვოკატის არაერთი მოთხოვნისა, მძიმე ავადმყოფს არც ადგილზე გაეწია სათანადო მკურნალობა და არც დროულად იქნა გადაყვანილი სამკურნალო დაწესებულებაში. დირექტორის მხრიდან გამოჩენილი სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად, ჯანმრთელობის მწვავე მდგომარეობით, უკვე კომაში მყოფი პატიმარი დაგვიანებით იქნა ჰოსპიტალიზებული სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც განვითარებული თავის ტვინის შეშუპების გამო რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის N7 დაწესებულების ყოფილ დირექტორს უკვე წარედგინა ბრალდება და პროკურატურამ მიმართა სასამართლოს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით.

საქართველოს პროკურატურა პრიორიტეტულად აგრძელებს გამოძიებას ყველა იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზედაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით, საქართველოს მხარეს აქვს ვალდებულება უზრუნველყოს ეფექტური გამოძიება. გადაწყვეტილების აღსრულებაზე და შესაბამისად გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42