ძველი თბილისის სამმართველოში გუშინ შევიდა შეტყობინება, რომ გადაცემაში "ცენზურის გარეშე“ - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრ ეკა წამალაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ფაქტს შს მინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა და არ გამორიცხა, რომ მუხლი გადაკვალიდიცირდეს.
"პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემა არის ჩვენი უმთავრესი ფასეულობა და, რა თქმა უნდა, მსგავს შემთხვევებს, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის, შესაბამისი რეაგირება მოყვება - აღნიშნავს მინისტრი.
მისივე შეფასებით, "სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ ვალდებულება, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა ყველა მოქალაქის წინაშე. პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემა არის ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი კომპონენტი".
ტელეკომპანია იბერიას პირდაპირ ეთერში კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრ ეკა წამალაშვილს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი წყალი შეასხა.
მასალის გამოყენების პირობები






