რობაქიძის საქმე: "პროკურატურა და ია მეტრეველი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ" - გურამ დონაძე
სამართალი - 16:11, 15 Dec, 2017     3064
ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობისას, შს სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე, დღეს, ბრალდების მხარის ორი მოწმე - ყოფილი გამომძიებელი და შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი თანამშრომელი დაიკითხა.

ბრალდების მოწმემ ლეონიდე ლაბილოძემ, (2004 წელს გამომძიებელი იყო) თქვა, რომ როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდა, ავტომანქანის საბარგულზე იარაღი დაინახა, რომელსაც ექსპერტი ათვალიერებდა.

რაც შეეხება მეორე მოწმეს, გიორგი გოგიაშვილს, რომელიც იმ პერიოდში გადაცემა „პატრულში“ ჟურნალისტად მუშაობდა, მოსამართლის წინაშე დაადასტურა, რომ შემთხვევისას წერეთლის გამზირზე მივიდა, თუმცა უშუალოდ შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა, ვინაიდან იქ სხვა ჯგუფი მუშაობდა.

გოგიაშვილს ბრალდებულმა გურამ დონაძემ მიმართა - აძლევდა თუ არა დავალებებს, რა უნდა გადაეღოთ და რა უნდა დაეწერათ, რაზეც მოწმემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი დავალებები მას არასდროს მიუღია და არც სმენია, რომ ვინმეს ასეთი დავალება მიეღო.

მიუხედავად მსგავსი ჩვენებებისა, სხდომის დასრულების შემდეგ, ბრალდების მხარემ თქვა, რომ პროკურატურის მოწმეებმა დაადასტურეს - „რობაქიძის საქმეზე გადაღებული მასალები გაყალბდა“.

როგორც გიორგი ოსაძემ ჟურნალისტებს უთხრა, „არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ კასეტები დალუქული იყო და გადახვევის რეჟიმი არ ჰქონდა”.

„ნიუპოსტი“ პროკურორის განხცადების შემდეგ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს გურამ დონაძეს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ პროკურატურა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას მიზანმიმართულად, ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის დახმარებით ცდილობს:

"პროკურატურა ცდილობს მოატყუოს და შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. ამაში ბრალდების მხარეს ძალიან კარგად უწყობს ხელს ია მეტრეველი. უნდა აღინიშნოს, რომ სოსო რობაქიძე მსგავს რამეს არ კადრულობს და ეს მისასალმებელია. ბრალდებას და მეტრეველს უნდათ წარმოაჩინონ, რომ კამერები დალუქული იყო. ეს ასე არ არის - კამერა, რომ დალუქული ყოფილიყო, ოპერატორი შიგ ვერც კასეტას ჩადებდა, ვერც ამოიღებდა და ვერანაირი მასალა ვერ მოხვდებოდა ტელეეთერში. აქ საუბარია იმაზე, რომ გარკვეულ კამერებს, (სულ ექვსამდე კამერა გვქონდა) გარკვეულ მათგანს გადასახვევ-გადმოსახვევი სისტემაზე წებო ჰქონდა გადასხმული ლუქის სახით. ამასთან, მყარი ფურცელი იყო დატანილი, რომელზეც იყო ბეჭედი და ხელმოწერა, რომ არავის აეხია და გადახვევა-გადმოხვევა შემთხვევის ადგილზე არ მომხდარიყო.

დღეს, მოწმემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ ჩემს კამერას ლუქი არ ჰქონდაო. ეს ჟურნალისტი ლევან შერმადინია, რომელსაც რობაქიძესთან მიმართებით არცერთი კადრი არ გადაუღია. შერმადინმა დაკითხვისას თქვა - რომ ჩემს კამერას არ ლუქი ჰქონდა, მუკბანიანის კამერას ჰქონდა თუ არა, ეს მე არ ვიციო. ის, რომ კამერებზე წებოს სახით ლუქი ედო, გადასახვევ-გადმოსახვევ სისტემასო, ეს გამიგია და ვიციო. ამ ჩვენების ამონაწერს აუცილებლად გამოვაქვეყნებ.

ამიტომ პოროკურორი გამოდის და აცხადებს, რომ კამერების დალუქვა მოწმემ არ დაადასტურაო. ამას სიხარულით ტირაჟირებს ერთ-ერთი ტელეკომპანია. “იმედი“ იმას კი არ ამბობს, რომ როცა მე ჟურნალისტს კითხვა დავუსვი - ვაძლევდი თუ არა დავალებებს კონკრეტულ საკითხებზე, მათ შორის იმაზე, თუ რა უნდა გადაეღოთ და რა უნდა დაეწერათ, რაზეც მოწმემ აღნიშნა, რომ მსგავსი დავალებები მას არ მიუღია და არც სმენია, რომ ვინმეს ასეთი დავალება მიეღო. პროკურატურის მოწმემ დღეს ცალსახად დაადასტურა, რომ მსგავსი მითითება დონაძისგან არასდროს მიმიღიაო.

რაც შეეხება მუკბანიანს, ეს უკანასკნელი პროკურატურის ცრუ მოწმეა. ის არის თაღლითი და მოუწევს სასამართლოს წინაშე წარდგომა და ძალიან კარგად მოყვება, როგორ აიძულებდა მას კბილაშვილის დროინდელი პროკურატურა ყალბი ჩვენებები მიეცა. მუკბანიანის ოპერატორის დაკითხვას ვითხოვდი, მაგრამ ამ ოპერატორს ინსულტის ცნობა გაუფორმეს და ვითომ არაფერი ახსოვს, რადგან იციან, რომ ეს წესიერი ადამიანი იტყვის, რომ დიახ, მისი გადაღებულია ეს კადრები უწყვეტ რეჟიმში და იქ არავითარი სცენა არ დადგმულა.

არცერთ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს არ უთქვამს და არ დაუდასტურებია, რომ შემთხვევის ადგილზე რაიმე სცენა დაიდგა. ყველა აღნიშნავს, რომ ერთხელ მოხდა გადაღება. ის თანმდევი ხაზი, რომ თურმე იქ იარაღები არ იყო და მერე გაჩნდა, სწორედ ამაზე ვდაობთ, რომ იარაღები იქ მერე არ გაჩენილა და თავიდან იყო"- განაცხადა გურამ დონაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42