„ცენტრ-პოინტის“ საქმეზე სასამართლო სხდომა ვერ შედგა - გურამ რჩეულიშვილი ინვესტორებისგან ხელშეკრულებას ელოდება
სამართალი - 13:26, 14 Dec, 2017     2980
„ცენტრ-პოინტის“ საქმეზე საქალაქო სასამართლოში დღეს ჩანიშნული სხდომა ვერ შედგა, როგორც გურამ რჩეულიშვილმა აღნიშნა, ერთი თვეა "ცენტრ პოინტი" ინვესტორებისგან ხელშეკრულებას ელოდება, რათა მას ხელი მოაწეროს. რჩეულიშვილის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიებმა m2-მა და "ვილა რეზიდენსმა" ხელშეკრულების მოსამზადებლად იურისტთა ჯგუფიც დაიქირავა, დოკუმენტაციას გაეცნენ და ახლა კომპანია ინვესტორი კომპანიიდან ხელშეკრულების დრაფტის მოლოდინშია.

„ოთხი თვის განმავლობაში კომპანიების მხრიდან ობიექტების შესწავლა, გაცნობა და საბუთების შეგროვება მიმდინარეობდა. ბოლო ერთი თვეა მე ინვესტორი კომპანიისგან ველოდები ხელშეკრულების დრაფტს. ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ, რომ მოგვაწოდოს ინვესტორმა კონტრაქტი. აქ ჩემი საქმე ფიზიკურად ამოწურულია და მეც ისეთივე მოლოდინის რეჟიმში ვარ, როგორც სხვები. ძალიან მიმძიმს ეს ყველაფერი, როგორც დაზარალებულების, ისე მაიას და რუსოს მიმართ.“- განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.

ბრალდებისა და ასევე დაცვის მხარის მტკიცებით, საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილება, მოლაპარაკებების შედეგზე იქნება დამოკიდებული. იმისათვის, რომ პროკურატურა საპროცესო გარიგებას დათანხმდეს, კომპანიამ უნდა შეარჩიოს ინვესტორი, რომელიც შეჩერებულ მშენებლობებს გააგრძელებს.

ცენტრ პოინტსა და სხვადასხვა მსხვილ სამშენებლო კომპანიებთან მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში დაკმაყოფილდება „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლების ორი მთავარი მოთხოვნა, დაზარალებულების სრულად დაკმაყოფილება და მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის ციხიდან გათავისუფლება.

31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშენებლო კომპანია ‘’ცენტრ პოინტი ჯგუფის’’ წარმომადგენლების მიერ განხორციელებული თაღლითობისა და მითვისების ფაქტზე ბრალდებულების მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ბრალდებულებს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42