„პოლიციელები მირტყამდნენ თავსა და გვერდებში... წამება იყო“ - შსს-ს გენინსპექციამ შესწავლა დაიწყო
სამართალი - 10:24, 14 Dec, 2017     3563
ქურდობის მცდელობაში ბრალდებულები პოლიციას უფლებამოსილების გადამეტების, არაადამიანური მოპყრობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მცდელობაში ადანაშაულებენ.

ლევან კუპატაძე და დავით სარალიძე აცხადებენ, რომ გუშინ, საბურთალოს მე-7 განყოფილებაში დაიბარეს, სადაც საგამოძიებო მოქმედების შემდეგ მორიგი ბიოლოგიური ნიმუშების აღებას აიძულებდნენ.

დავით სარალიძის თქმით, არსებობს ექსპერტიზის დასკვნაც, რომელიც მიყენებულ დაზიანებებს ადასტურებს.

„უმიზეზოდ გაგვაჩერეს, ჩამოგვაგდეს მანქანიდან... წამება იყო. გზა ავტომობილით გადამიკეტეს. როგორც კი გავაჩერე, პატარა მანქანაში შემაგდეს გაუჩერებლად მიდიოდა ცემა თავში, გვერდებში, ინსტიქტურად თავზე ხელებს ვიფარებდი. ხელები ამომიტრიალეს, ბორკილები დამადეს და ძალადობა გააგრძელეს. ამიყვანეს ერთ-ერთი კორპუსის ბოლო სართულზე ხელები გამაშლევინეს და კარის ზედაპირზე დამადებინეს,“- განაცხადა დავით სარალიძემ.

მისი თქმით, ამ გზით სამართალდამცავებმა თითის ანაბეჭდები აიღეს, რომ ქურდობის მცდელობა მას დააბრალონ.

ბრალდებულთა ადვოკატი შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვს.

„ბრალი, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს - დავით ასარალიძესა და ლევან კუპატაძეს წარედგინათ, მათ არ ჩაუდენიათ. გამოძიება ცდილობს, მათ ეს დანაშაული დააბრალოს... შინაგან სამეთა მინისტრს მივმართავთ, რომ აღნიშნული საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს, რადგან სისხლის სამართლის საქმეში არსებული ყველა დოკუმენტი ფალსიფიცირებულია, ისევე როგორც ფაქტობრივი გარემოებები“- აცხადებს ადვოკატი ინგა ბოლთაური.

„ნიუპოსტი“ შინაგან სამეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულებს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის არ მიუმართავთ, უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო.

დავით სარალიძე და ლევან კუპატაძე პოლიციამ 1 დეკემბერს დააკავა. გამოძიება მათ ქურდობის რამდენიმე ფაქტს ედავება, თუმცა ბრალს არცერთი მათგანი აღიარებს.

როგორც ირკვევა, ბრალდებულები სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. შემდეგი სასამართლო სხდომა კი 2018 წლის 11 იანვარსაა ჩანიშნული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42