მისი თქმით, კოტორაშვილს დეტალურად არ ახსოვს 2004 წელს განვითარებული მოვლენები რადგან დიდი დროა გასული.
"დღევანდელ პროცესზე დაკითხულმა პატრულის ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა იმ გარემოებების თაობაზე, რაც ახსოვდა. ასევე მან მიუთითა, რომ შემთხვევიდან არის გასული საკმაოდ დიდი პერიოდი. მიუთითა, რომ იმ პერიოდში, როდესაც ეს შემთხვევა მოხდა თვეების დაწყებული ჰქონდა ამ სამსახურში მუშაობა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც გარდაცვლილთან ჰქონდა ურთიერთობა. მოწმემ ის გარემოებები დაადასტურა, რაც ახსოვდა. რაც შეეხება საკუთარი თავის ამოცნობას, თქვა - მგავს, თუმცა კატეგორიულად ვერ ვადასტურებო. ამის მიზეზად მიუთითა ის, რომ კადრში არსებული გარემოებები დეტალურად არ ახსოვს.
აღნიშნულის თაობაზე ექსპერტიზის დასკვნით შესაძლოა ითქვას, რომ ეს ბესიკ კოტორაშვილი არის", - განაცხადა პროკურორმა.
მასალის გამოყენების პირობები






