“ჩემი პირველი მამაკაცი ჩემი მაზლი აღმოჩნდა"
სოც.მედია - 14:09, 11 Dec, 2017     14794
ძმის სულს ვფიცავ – წარსულის მომკითხავი არ ვარ, ოღონდ ჩემი გახდი – მითხრა ქმარმა, რომელმაც არ იცოდა, რომ მისი ძმა ყველაზე ძლიერ მე მაკლდა!“

რელიგიური ქალი ვარ, თუმცა ეკლესიურობაზე თავს ვერ დავდებ – მარხვას ვერ ვიცავ, აღსარებას ვერ ვამბობ და ამიტომ თქვენ ამოგარჩიეთ ჩემი ერთ-ერთი მანკიერების გასაზიარებლად.

წერილის წერაში მოვიკოჭლებ. ალბათ სტუდენტობის შემდეგ არც დამიწერია წესიერად რამე. ზუსტად იმ წლებში შემხვდა ბიჭი, რომელმაც უმოკლეს ვადაში ტვინი გადამიტრიალა. ბაკურიანში ვისვენებდი თანაკურსელებთან ერთად და ეს შავთვალება ყმაწვილკაცი იქ გავიცანი. საკმაოდ სპონტანურად და ამაღელვებლად მოხდა ჩვენი ერთმანეთთან სიყვარულში გამოტყდომა. ის ორი კვირა მისით ვსუნთქავდი და მისით მიხაროდა სიცოცხლე. თავი დავკარგე და ინტიმზეც აღარ ვიხევდი უკან. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის გვქონდა ამის სიტუაცია. მაგრამ ერთმანეთის ალერსს და მოფერებას თითქმის ყოველდღე ვახერხებდით. მაგრამ სპონტანურობა არ ყოფილა ყოველთვის ადამიანის კეთილშობილების ბარომეტრი. თბილისში ჩამოსვლისთანავე დავკარგე მისი კვალი. მას თვითონ უნდა დაერეკა ჩემთან ტელეფონზე, მაგრამ ჩემი ყოველდღიური ლოდინის მიუხედავად, არსაიდან ხმა, არსით ძახილი. ყოველდღიურად ვკარგავდი მასთან შეხვედრის იმედს, თუმცა ძალიან გაბრაზებული ვიყავი, მაინც ძალიან მინდოდა მასთან შეხვედრა. მაგრამ…

გაიარა თვეებმა და წლებმა. საბოლოოდ დავრწმუნდი მამაკაცთა ვერაგობაში და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყევი ცხოვრებას. დავიწყე მუშაობა. კარგი კოლექტივი აღმოჩნდა. იყო წაარშიყების მცდელობები, მაგრამ მე ყოველთვის კეკლუცად ვირეკლავდი ყველას, სანამ არ შევხვდებოდი მამაკაცს, რომლის გიშრებივით თვალთა გამოხედვამ ჩემში კვლავ გამოაღვიძა სტიქია. თითქოს პირველი სიყვარულის მსგავსს შეგრძნებებს განვიცდიდი, მაგრამ გაცილებით ძლიერს და თავშეუკავებელს.

ალბათ გამიმართლა, რადგან ზაზასგანაც იგივე ვიგრძენი, დღითიდღე უფრო მეტ ყურადღებას იჩენდა ჩემს მიმართ, კომპლიმენტების წვიმას მაყრიდა, სხვადასხვა ადგილებში მეპატიჟებოდა და მივხვდი: „მე ის ყველაზე ძალიან მიყვარს!“ ზაზაც სერიოზულად იყო განწყობილი და როცა ჩვენი ურთიერთობები (8 თვის შემდეგ) უკვე ისეთ ფაზაში შევიდა, რომ ჩემთვის ცოლობა უნდა ეთხოვა, დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოვახერხე ამის თქმა: – ზაზა, შენ კარგად მიცნობ. მაგრამ არ იცი ერთი რამ… დიდი ხნის წინ მიყვარდა ერთი ბიჭი და მასთან…

ის უკვე ჩაწვდა რის თქმასაც ვაპირებდი და ჩემი ცხოვრების გვირგვინოსანი ფრაზა თქვა: – ყველანი ადამიანები ვართ ძვირფასო! ძმის სულს ვფიცავ წარსულის მომკითხავი არ ვარ! დაივიწყე როგორც სიზმარი, ოღონდ ჩემი გახდი და გიყვარდე, გიყვარდე ყოველთვის!

ცხადია უბედნიერესი ქალი ვიყავი იმ წუთას. ბედს ახლაც ვერ დავემდურები. უბრალოდ მინდა ვთქვა ყველაფერი. როცა რამდენიმე ხნის შემდეგ თავის ოჯახში ამიყვანა მშობლების გასაცნობად, იქ გათამაშდა მთავარი დრამა. მან სურათების ალბომი გადმოიღო დასათვალიერებლად. ერთ-ერთი გვერდის გადაშლისთანავე ელდა მეცა. შავ-თეთრი ფოტოდან ჩემი პირველი შეყვარებული მიცქერდა თავისი დაუვიწყარი თვალებით.

– ეს ბიჭი ვინ არის თქვენი? – გაუბედავად ვიკითხე.

– ეგ არის ჩემი ძმა, ავარიაში რომ დამეღუპა, – მითხრა ზაზამ, – რატომ იკითხე?

– ისე, ნაცნობი სახე აქვს, – ავიცილე მისი გამჭოლი მზერა.

– ნაცნობი ექნება, აბა რა – ერთი დედმამიშვილები ვიყავით! ძალიან ხალისიანი იყო ის საცოდავი, რომ იცოდე, როგორ მაკლია!

ხმას ვეღარ ვიღებდი, გაფითრებული ვიჯექი და ვაანალიზებდი ქმრის სიტყვებს. ის არ ტყუოდა: მართლაც ძალიან ჰგავს ის თავის ძმას, მზერით, მანერებით, მოფერებითაც კი. „მან რომ იცოდეს მე როგორ მაკლია, – ვფიქრობდი ჩემთვის. – დაღუპულა, საწყალი ზურა. მე კი მეგონა, დამტოვა!“ უფრო კარგად გამოვიკითხე მის შესახებ და ყველანაირად დაემთხვა. როგორც ჩანს, იმ ზამთარს ბაკურიანიდან ჩამოსვლისთანავე მოსვლია ეს უბედურება.

აი ასე წამეთამაშა წუთისოფლის ბედის მწერალი. ქმარს ვეღარ გავუბედე მეთქვა, რომ ჩემი პირველი სიყვარული მისი ძმა ყოფილა და ალბათ სწორად მოვიქეცი. მაგრამ ამდენი (თითქმის 12) წლის შემდეგაც ძალიან მიყვარს – როგორ შეიძლებოდა ასე მომხდარიყო, ან რა ბიოველი ჰქონდათ ასეთი, რომ ასე მიმიზიდა ორივე ძმამ?! მესმის რომ ძნელად დასაჯერებელია თქვენთვის, მაგრამ ჩემი სიტყვების დასტურად ჩემი უფროსი ვაჟიც გამოდგება. გარდა იმისა, რომ მასაც ზურა ჰქვია (ღმერთმა გამიზარდოს), ალი-კვალი ჩემი მაზლია! და როგორ გინდა ყველაფერი დაივიწყო და ასე იცხოვრო?

ქეთინო, 34 წლის.


წყარო: http://www.news.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42