საუბარა კახაბერ აზარიაშვილიზე, რმელიც დონაძის თქმით, 2006 წელს დაწერილ განცხადებაში ამტკიცებს, რომ ბუტა რობაქიძესთან ერთად ავტომობილში ყოფნისას, თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი მოწმის დამალვაში ადანაშაულებს.
„ბუტა რობაქიძის ავტომანქანაში მსხდომი პირი კახაბერ აზარიაშვილი აღმოჩნდა ის პირი, რომელმაც საკუთარი სურვილით 2006 წელს მიმართა პოლიციას და პროკურატურას და დაწერა, რომ ავტომანქანაში 24 ნოემბერს, რომელიც პატრულმა გააჩერა, მას იმ ავტომანქანაში ჰქონდა დამალულ მდგომარეობაში "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი. სამწუხაროდ, იმ დღეს პოლიციამ ის ვერ იპოვა, მაგრამ მე მაინტერესებს, ეს პიროვნება რატომ არ მოჰყავს პროკურატურას მოწმის სახით და არ კითხავს,“ - აცხადებს გურამ დონაძე.
ცნობისთვის, „ნიუპოსტისთვის“ სასამართლოს დაწყებამდე ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ბრალდების მხარე ბუტა რობაქიძის საქმის მოწმეს მალავდა, ანუ წყაროს ინფორმაციით, 2004 წლის 23 ნოემბერს ავტომანქანაში, გარდაცვლილ ბუტა რობაქიძესთან ერთად, კიდევ ერთი პიროვნება იმყოფებდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეზე ხელახალი გამოძიება რამდენიმე წელია მიმდინარეობს, პროკურატურას აღნიშნული პიროვნება არ დაუკითხავს.
სხვათა შორის, წყარომ „ნიუპოსტს“ ფოტოც მოაწოდა, რომელიც ზემოხსენებული ინციდენტის დროსაა გადაღებული და რომელზეც ნათლად ჩანს, რომ პოლიციას ახალგაზრდა მამაკაცი ჰყავს დაკავებული. როგორც წყარო ამბობს, სწორედ ეს ახალგაზრდა მამაკაცი, კახა აზარიაშვილია მოწმე, რომელსაც პროკურატურა მალავს.
ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
მასალის გამოყენების პირობები






