ადვოკატებს ეჭვმიტანილად ცნობის დადგენილება უკვე გადაეცა.
ადვოკატი აცხადებს, რომ 5 ფურცლიან დადგენილებაში მითითებაც კი არ არსებობს იმისა, თუ ვისგან უნდა მიეღო მიხეილ სააკაშვილის ფული, რომელიც ბრალდების მხარის მტკიცებით, საქმეში ფული საერთოდ არ ფიგურირებს.
უფლებადამცველების თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქმე კიდევ ერთი დაკავებულის, სევერიან დონგაძის ანალოგია. ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ ბრალდება სასამართლოს აუცილებლად წააგებს.
სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, დაკავების პროცედურის დროს ექვსი სერიოზული დარღვევა გამოვლინდა, მათ შორის ის რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორისთვის არ წარუდგენიათ დაკავების პროტოკოლი, რასაც სასამართლო სხდომის დროს მტკიცებულებად გამოიყენებენ.
სააკაშვილის მხარდამჭერები კი ამ დრომდე რჩებიან რადასთან არსებულ კარვებში ასევე უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან.
მასალის გამოყენების პირობები






