13 წელი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის - თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი
სამართალი - 12:03, 07 Dec, 2017     1569

თბილისი საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაერთგზის დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისთვის ბრალდებული ნ.გ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილით (სამი ეპიზოდი), და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (მეოთხე ეპიზოდი). ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს:

„სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ნ.გ.- მ ჩაიდინა როგორც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება. სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, უტყუარად იქნა დადასტურებული, რომ ნ.გ.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2017 წლის 10 მარტიდან დან 22 მარტის ჩათვლით ქ.თბილისში, სოფელ ფონიჭალაში გარკვეული თანხის სანაცვლოდ არაერთხელ გაასაღა მოქალაქე მ.გ-ზე. ასევე დადგინდა, რომ ნ.გ. დიდი ოდენობით ნარკოტიკულ ნივთიერება „ჰეროინს“ თავის საცხოვრებელ სახლშიც ინახავდა, რაც ამოღებულ იქნა სამართალდამცველების მიერ.

სამართალდამცველებმა ნ.გ. 2017 წლის პირველ აპრილს გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით , მე-4 ნაწილით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.გ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განაჩენთა ერთობლიობით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.“- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42