ტუღუში ბოლოს ერთ-ერთ სასტუმროში შეამჩნიეს. ილო ტუღუში როგორც რეგიონული, ისე ეროვნულ ლიგის მატჩებზე მსაჯობდა.
როგორც "ნიუპოსტს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თვითმკვლელობას გამორიცხავს ილო ტუღუშის მეუღლე და შემთხვევამდე ერთი დღით ადრე შემდგარ შეხვედრას იხსნებს. მისი განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მსაჯს სახლში მიაკითხეს, სადაც დაძაბული საუბარი შედგა.
ამიტომ ოჯახი ეჭვობს, რომ ილო ტუღუშის სიკვდილი ჩაწყობილ თამაშებს უკავშირდება.
„აქ მომაკითხეს, რაღაც თანხაზე იყო საუბარი. ეძებდნენ ჩემს ქმარს, არ ვიცი რა მოხდა. თანამდებობა უნდოდათ და ვერ დასვა ჩემმა ქმარმა და სთხოვდნენ ჩემს ქმარს... 5000 ლარს ითხოვდნენ. მოკლულია ჩემი ქმარი,“- განაცხადა ილო ტუღუშის მეუღლემ, ეკა ტუღუშმა.
ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტში ჩაწყობილ თამაშების გამო ტუღუშის მკვლელობას გამორიცხავს.
ლევან მიქელაძე ამბობს, რომ გარდაცვლილი მსაჯი იყო და მას კავშირი არ ჰქონია გუნდთან.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ლანჩხუთის „გურიასა“ და თელავის გუნდს შორის რამდენიმე დღის წინ შემდგარ თამაშზე, სადაც "გურიამ" წააგო და შედეგად მეორე ლიგა დატოვა.
„ჩვენ რაც დაგვემართა წელს, რომ გავარდა ეს გუნდი, ესეც საკმარისია ჩვენთვის და ამას მოყვა ეს ჭორები. გარიგებებთან დაკავშირებით ეს სისულელეა, ეს არის ზღაპარი. მე რა ვიცი რა მოხდა, მე თვითონ შოკში ვარ, ამ ახალგაზრდა კაცმა რატომ გააკეთა ასეთი რაღაც, რა ქონდა ასეთი პრობლემა ვეღარ გავიგე,“ - აცხადებს ლანჩხუთის ”გურიას” დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჩხაიძე.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა განვითარებისა და რეკრუტირების უფროსი მენეჯერი მამუკა ელიკაშვილი განმარტავს, რომ მსაჯებს საკმაოდ დიდი ხელფასები აქვთ და ისინი გარიგებებზე არ წავლენ.
მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" კახა ასკურავა.
დეპუტატი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და ობიექტური გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს.
ენმ-ს წევრი "გურიას" თემასაც ეხება და დროებითი კომისიის შექმნას ითხოვს. ასკურავა ამბობს, რომ აუცილებლად უნდა გაირკვეს სად და რამდენად კანონიერად მიდოდა "გუნდისთვის" ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები:
"როგორც ილო ტუღუშის მეუღლე და დედა აღნიშნავს, ამ ტრაგედიას წინ უძღვოდა კონკრეტული გარემოებები, კერძოდ, გარდაცვლილთან მივიდნენ კონკრეტული პიროვნებები და იყო საუბარი თანხაზე. ამავდროულად, რაც ილო ტუღუში გარდაცვლილი იპოვეს, იყო მცდელობა,რომ ოჯახს არ ეთქვა საჯაროდ წინა დღეებში მოხდარი ფაქტის შესახებ, რაც ძალინ დიდ ეჭვს აჩენს და კითხვით ნიშნებს ბადებს, რატომ იყვნენ ამ ფაქტის მიჩქმალვით დაინტერესებული კონკრეტული პირები?!
როგორც ლანჩხუთის მუნიიპალიტეტის საკრებულოს წევრი შს სამინისტროს მოვუწოდებ - გამოძება ჩატარდეს მაქსიმალურად გონივრულ ვადებში და არ იქნეს მისი შეგნებულად შეფერხების მცდელობა. ასევე, მაქსიამლურად გამჭვირავალედ და ობიექტურად, რათა ისედაც გამწარებულ ოჯახსა და ლანჩხუთის საზოაგადოებას, ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით არ დარჩეს არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა.
- და ბოლოს, ლანჩხუთის "გურიას" არასწორი მენეჯმეტისა და იმ მილონების ხარჯვაზე ისედაც არსებობს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა, რომელიც 2013 წლიდან დღემდე დიხარჯა და შედეგად ერთ დროს მსოფლიოში ცნობილი და ბოლოს უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდის გარდაცვალება მივიღეთ და ამ კატასტრობული "შედეგის" მიღება კიდევ ერთხელ ვიმეორებ არც მეტი და არც ნაკლები, მილონები დაჯდა. მე როგორ საკრებულოს წევრი უახლოეს საკრებულოს სხდომაზე ისედაც ვაპირებდი ამ საკითხთან დაკავშირებით დროებითი კომისიის შექმნის მოთხოვნას, მაგრამ ამ ტრაგედიამ, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით შესაძლოა კავშირში იყოს "ლანჩხუთის გურიის" ბოლო თამაშთან, სადაც "გურია"კიდევ ერთი საფეხურით ჩამოქვეითთა, კიდევ უფრო მეტად დამარწმუნა ამ კომისიის შექმნის აუცილებლობაში, სადაც შევეცდებით დავადგინოთ რეალურად სად და რამდენად კანონიერად მიდოდა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები"-აცხადებს ასკურავა.
მასალის გამოყენების პირობები






