ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება 5 პირის მიმართ გამოიტანა. 5 პირიდან, რომელთაც ბრალად დანაშაულის დაფარვა ედებათ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა , 17 წლის ბრალდებულს – მეთვალყურეობა, ხოლო 21 წლის ბრალდებულს გირაო შეუფარდა.
აღნიშნულ პრიოცესამდე თბილისის პროკურატურამ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე ორი არასრულწლოვანი პირი – გ.ბ. და გ.ჯ. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. და ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებას ორი მოზარდი ემსხვერპლა. ორივე არასრულწლოვანი 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ. მკვლელობაში ბრალდებულები კი პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






