მოსწავლეების მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს .ამის შესახებ არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატმა, რომელიც დღეს პოლიციას ჩაბარდა, ტარიელ კაკაბაძემ "კურიერის" პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
„მე პირველად შევხვდი ახლა ბრალდებულს. ბრალდებული ამბობს, რომ მას ნამდვილად ჰქონდა დანა, მაგრამ მისი თქმით, მხოლოდ ერთხელ გამოიყენა. შესაბამისად, თუ დავუჯერებთ ბრალდებულს, დანარჩენი ჭრილობები მიაყენებს მოგვიანებით სხვა პირებმა. ძალიან მნიშვნელოვანია, რას გვეტყვის ექსპერტიზა. ჩემი ვარაუდით, ეს დაზიანებები არ უნდა იყოს მიყენებული ერთი ან მხოლოდ ორი ადამიანის მიერ“ - აცხადებს ადვოკატი.
მისი თქმით, იგეგმება რამდენიმე ადამიანის ასევე იმ დაკითხული პირების თავიდან დაკითხვა, რომლებიც ამ დრომდე დაიკითხნენ.
რაც შეეხება კონფლიქტის მიზეზებს, ადვოკატის თქმით, რამდენიმე ვერსია არსებობს და დაწვრილებით მას შემდეგ ისაუბრებს, რაც მოწმეების ჩვენებებს გაეცნობა.
„პირველ რიგში მინდა გვანაცხადო, როგორც ბრალდებულის ადვოკატმა, რომ მე არ ვაპირებ ხელი დავაფარო ბრალდებულს, თუ მან ჩაიდინა კონრეტული დანაშაული სრულად, ანუ თუ მას დაუდასტურდა მთლიანად ბრალდება . მე მსურს მოვუსმინო ექსპერტებს. თუ ექსპერტებმა თქვეს, რომ იმ პირობებში შეუძლებელია დაზარალებულს მიდგომოდა აღნიშნული სადისტური ჭრილობები, როგორ პირობებსაც მოწმეები აღწერენ და თუ დადგინდა მტკიცებულებებით, რომ ის ჭრილობები რომ სხვა პირებმა მიაყენეს, ჩვენ მოვითხოვთ იმ პირების პასუხის მიცემას, ვინც მიაყენა დაზარალებულს
საზოგადოება იმსახურებს იცოდეს სიმართლე და ნათელი მოეფინოს ძალიან გახმაურებულ და მნიშვნელოვან საქმეს და რაც მთავარია, დაზარალებულის ოჯახი იმსახურებს იცოდეს სიმართლე და მე არ მსურს, რომ ერთ პიროვნებას შევაწმინდოთ ხელი, თუ მას არ დაუდასტურდა ყველა იმ ჭრილობის მიყენება, რომელსაც მას ედავებიან" - აღნიშნა ადვოკატმა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი გ.ჯ. საგამოძიებო უწყებას დღეს ჩაბარდა. ის ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, 1დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად 51-ე სკოლის ორი მოსწავლე გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






