ყველა, ვინც მონაწილეობას იღებდა უმკაცრესად დაისჯება - შს მინისტრი ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობას გამოეხმაურა
სამართალი - 20:50, 03 Dec, 2017     2974

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ამ საქმეზე დეტალები უმოკლეს ვადაში იქნება გამოძიებული.

მინისტრის თქმით, ყველა, ვინც ინციდენტში მონაწილეობდა, უმკაცრესად დაისჯება.

„დღეს ჩვენი საზოგადოების ყურადღება კონცენტრირებულია იმ ტრაგედიის მიმართ, რომელიც მოხდა თბილისში.

ყველა მხარეს და სხვა უწყებებს გვაქვს ერთობლივი პოზიცია, რომ გამოძიება სწრაფად უნდა მოხდეს და სამართლიანად.

ჩვენ მაქსიმალურად მოკლე ვადაში სერიოზულ შედეგებს მივაღწიეთ.

პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე 51 სკოლის მე-11 კლასელები შეიკრიბნენ. ამ კონფლიქტში ჩაერთნენ ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები.

2001 წელს დაბადებული არასრულწლოვანი გარდაიცვალა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დადგენილია ფაქტის ჩამდენი მიმდინარეობს გამოძიება.

მეორე ბრალდებული იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები მის დასაკავებლად. მინდა აღვნიშნო ხაზგასმით, დაიკითხა 150 პირი, მშობლები, არასრულწლოვნები – თანამშრომლობის სურვილი მცირე ხალხმა გამოთქვა, ეს სერიოზული პრობლემაა და დანაშაულის აღქმა არ არის სწორი.

კარგად გვესმის, რომ ჩვენ ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გადავდგათ, რათა დანაშაულის აღქმის სწორი პოზიციები არსებობდეს.

ამ საქმეზე დეტალები იქნება უმოკლეს ვადაში გამოძიებული. ყველა, ვინც მონაწილეობას იღებდა უმკაცრესად დაისჯება.

შესაძლებელია, ამ საქმესთან შემხებლობაში მყოფებს სტატუსი შეეცვალოთ“,- განაცხადა მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42