სასამართლომ ლუბლიანას ქუჩაზე ყოფილ მეუღლეზე თავდასხმაში ბრალდებულ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
სამართალი - 19:11, 02 Dec, 2017     1894

ლუბლიანას ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ ყოფილ მეუღლეზე თავდასხმის გამო დაკავებულ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულის შესახენ სასამართლო განცხადებას ავრცელებს:

„თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ქ. თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ბრალდების საქმეზე. სასამართლომ ბრალდებულ ბ.ბ.–ს აღკვეთის ღონისძიების სახედ – პატიმრობა შეუფარდა.

საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 30 ნოემბერს, ბრალდებული ყოფილ მეუღლეს საცხოვრებელ ბინასთან დახვდა და იარაღის მუქარით სთხოვდა თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის რეალიზაციის შედეგად მიღებული სრული თანხის 80 000 აშშ დოლარის დაუყოვნებლივ გადახდას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ბ.ბ. ყოფილ მეუღლეს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ასევე იარაღით ემუქრებოდა დასახმარებლად გამოსულ მეზობელსაც. ბრალდებული არ დაემორჩილა შემთხვევის ადგილზე მისული სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას და განახორციელა გასროლა ყოფილი მეუღლის მისამართით, რის შემდგომაც ასევე რამოდენიმე გასროლა განახორციელა პოლიციელთა მიმართულებით. პატრულ ინსპექტორის საპასუხო გასროლის შედეგად კი მოხდა მისი შეჩერება და დაკავება.

შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი (მტკიცებულებითი) ისე ფორმალური (საპროცესო) საფუძველები. ბ. ბ-ს ბრალი დაედო სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენის მცდელობისათვის, ასევე მას ბრალი დაედო მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის მცდელობის ფაქტზე. ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებათა განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ ბ.ბ-ს მიმართ გამოიყენა უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე – პატიმრობა.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 24 იანვარს 13:00 საათზე გაიმართება“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42