როგორც „ნიუპოსტს“ უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
„თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარების,მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“- აცხადებენ უწყებაში.
ლუბლიანას ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანია დაჭრილი. მამაკაცმა ყოფილი მეუღლე სახის არეში დაჭრა.
მასალის გამოყენების პირობები






