11-12 მარტის ბათუმის მოვლენები - ღოღობერიძისა და ჩხვირკიას სასამართლო პროცესზე დაცვის სამი მოწმე დაიკითხა
სამართალი - 20:00, 29 Nov, 2017     1411
11-12 მარტის ბათუმის მოვლენებზე დღეს მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა, ჩხვირკვია- ღოღობერიძის საქმის განხილვაზე დაცვის მხარის სამი მოწმე დაიკითხა. ბრალდებულთაგან სასამართლოს მხოლოდ მერაბ ღოღობერიძე ესწრებოდა.

მერაბ ღოღობერიძის ადვოკატის, პაატა შავაძის თქმით, მოწმეების დღევანდელმა დაკითხვამ კიდევ ერთხელ აჩვენა ბრალდების აბსურდულობა. მას იმედი აქვს, რომ მოსამართლე მიიღებს სამართლიან გდაწყვეტილებას და მერაბ ღოღობერიძეს უდანაშაულოდ სცნობს.

„ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ ამის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულება ვერ გადალახავს ისეთ მაღალ სტანდარტს, როგორიც არის გონივრულ ეჭვს მიღმა, რამეთუ მათ ვერ შეძლეს უკვე გამოკვლეული, მათი მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოეხდინათ ბრალდების დადასტურება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენ გავაქარწყლებთ დადგენილებაში მითითებულ ბრალდების ყველა გარემოებას და მიგვაჩნია, რომ მერაბ ღოღობერიძე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე უდანაშაულოს უნდა იქნას ცნობილი,“- განაცხადა შავაძემ.

დღევანდელ სხდომას არ დასწრებია ირაკლი ჩხვირკია, მან წინა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ სხდომას არ დაესწრებოდა.

მომდევნო სასამართლო სხდომა შაბათს, 2 დეკემბერს 12:00 საათზე ჩაინიშნა. სასამართლო კვლავ დაცვის მხარეს მოუსმენს, რის შემდეგაც მხარეები დასკვნით სიტყვას იტყვიან და მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავა.

ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე აპრილის თვეში დააკავეს. ბრალდების მხარე მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობას ედავება. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს. ჩხვირკია და ღოღობერიძე ბრალს და ერთმანეთთან რაიმე კავშირს არ აღიარებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42