6.5 მლნ ლარის ე.წ ფარული ხარჯი - თემურ ჯანაშია ანზორ ჩუბინიძის საქმიანობაზე
სამართალი - 11:55, 29 Nov, 2017     2874
სახელმწიფო დაცვის სახელმწიფო სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას თქმით, შესაბამისი უწყების მიერ პრეზიდენტის ვიზიტებზე ფარული ხარჯების გაწევა არა მარტო მისი ხელმძღვანელობის , არამედ ანზორ ჩუბინიძის დროსაც ხდებოდა. აღნიშნული განცხადება ჯანაშიამ ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე გააკეთა.

თემურ ჯანაშიას ინფორმაციით, ანზორ ჩუბინიძის ხელმძღვანელობით სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა 7 თვეში 6 მილიონ 500 ათასი ლარის ე.წ. ფარული ხარჯი გასწია.

"წინა სასამართლო პროცესზე ჩვენ წარვადგინეთ დაახლოებით მილიონამდე გადარიცხვა, რაც მხოლოდ ერთ თანამშრომელზე იყო გაცემული. ახლა სათითაოდ ვიკვლევთ ამ გადარიცხვებს და წარმოვადგენთ ამ მტკიცებულებებს. ზოგადად 7 თვის განმავლობაში დაახლოებით 6.5 მილიონია დახარჯული ე.წ. ფარული ხარჯების სახით. ადრე თუ გვიან, ამ ყველაფერს ფარდა აეხდება", - აღნიშნა თემურ ჯანაშიამ.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეული ხარჯებისთვის, რომელსაც გრიფი საიდუმლო ედო, ბრალი წარედგინა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და სდსს-ს ყოფილ ხელმძღვანელს თემურ ჯანაშიას.

პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე გამოტანილი იქნა დადგენილებები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42