სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია - ადვოკატი
სამართალი - 17:52, 28 Nov, 2017     5706

ვანო მერაბიშვილის ადვოკატი, გიორგი ჩივიაშვილი აცხადებს, რომ სტარსბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრობა დაადასტურა.

„დღეს სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ დაადასტურა ის რასაც ჩვენ ამდენი ხანი ვამბობდით, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი“, - აღნიშნა უფლებადამცველმა.

მისი თქმით, წულუკიანის განცხადება, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებისთვის საზიანო არაფერი მომხდარა და რომ მერაბიშვილს არ მოუგია სასამართლო პროცესი არალოგიკურია.

„ეს უკვე აღიარებული არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, იცით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა ჩვენ მიერ უკვე მოგებული გადაწყვეტილება, სადაც საუბარი იყო კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევაზე და ასევე მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევაზე.

შესაბამისად დიდმა პალატამ იმსჯელა და აღნიშნული გადაწყვეტილება დატოვა ძალაში და დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის მიმართ დარღვეულია ეს მუხლები. შესაბამისად,საქართველოს ხელისუფლებას მერაბიშვილის სახით ჰყავს პოლიტიკური პატიმარი.

რაც შეეხება ქალბატონი წულუკიანის განცხადებას იმასთან დაკავშრებით, რომ თითქოს და ხელისუფლებისთვის საზიანო არაფერი მომხდარა ამ გადაწყვეტილებით და მათ არაფერი წაუგიათ არის ლოგიკას მოკლებული. ჩვენ გვახსოვს მისი განცხადებები, როდესაც იყო პირველი გადაწყვეტილება სტრასბურგის და იგი აცხადებდა, რომ ხელისუფლებას არ წაუგია და არ დამარცხებულა სტრასბურგის სასამართლოში. თუმცა შემდგომ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს დიდ პალატაში. დღეს დიდმა პალატამ გამოიტანა გადაწყვეტილება, სადაც თქვა, რომ ძალაში დატოვა ძველი გადაწყვეტილება. გამოდის დღეს ქალბატონი მინისტრი და ამბობს, რომ ამ შემთხვევაშიც ხელისუფლების საზიანო გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული და ივანე მერაბიშვილს არ მოუგია სასამართლო. ეს ერთმანეთთან ვერ მოდის თანხვედრაში და არალოგიკურია“,-განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42