ვანო მერაბიშვილის საქმე - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოაცხადოს. საუბარია მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე. მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე ადგილობრივი დროით 14:30 საათზე უნდა გამოქვეყნდეს:
„ვანო მერაბიშვილის საქმე, ეს იქნება პირველი და ისტორიული საქმე, ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, მთავარი მოლოდინი რაც მაქვს, არის რომ, სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება, რა თქმა უნდა, ობიექტური და დასაბუთებული. შინაარსთან დაკავშირებით, ნამდვილად, უფრო შორს ვერ წავალ, ამიტომ, ყველა უნდა დაელოდოს ამ გადაწყვეტილებას. რაც მთავარია, იმ შემთხვევაში თუ დიდი პალატა დაადგენს მე-18 მუხლის დარღვევას, არც იმას ნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური ნიშნით დევნილი და პატიმარი, ხელისუფლებამ უნდა გადადგას შემხვედრი ნაბიჯი და გაათავისუფლოს მერაბიშვილი უკანონო პატიმრობიდან,“ - აცხადებს ოთო კახიძე.
მასალის გამოყენების პირობები






