"მამიდაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს გაუპატიურების მცდელობაშიც ედება ბრალი" - სასტიკი მკვლელობის დეტალები
სამართალი - 14:13, 27 Nov, 2017     22488
მამიდაშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული რობერტ ახალაია განაჩენის მოლოდინშია.
სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. 19 წლის ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დღეს სასამართლოს წინაშე ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალი სიტყვით წარდგებიან. ი აცხადებს, რომ ახალაიას განზრახ მკვლელობასთან ერთად გაუპატიურების მცდელობაშიც ედება ბრალი.

"ბრალი ედება გაუპატიურების მცდელობაში და დამამძიმებელ გარემოებაში განზრაზ მკვლელობაში განსაკუთრებული სისასტიკით და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით"- აცხადებს პროკურორი.

ბრალდებულის ადვოკატი ოლგა გეჯაძე კი რობერტ ახალაიას მოთხოვნით კომენტარს არ აკეთებს.

დღევანდელ სხდომაზე სავარაუდოდ ის ექსპერტიზის დასკვნაც გასაჯაროვდება, რომეიცც ბრალდებულ რობერტ ახალაიას ჯანმრთელობისა და მათ შორის ფსიქიკური მდგომარეობასაასახავს.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ანა ხელაძე 16 ივლისს, უზნაძის ქუჩაზე მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული რობერტ ახალაია სამართალდამცავებმა ფოთში დააკავეს.

სასტიკი მკვლელობა დაახლოებით 17:00-ზე მოხდა. სამის მასალების მიხედვით, ამ დროს, რობერტ ახალაია და ანა ხელაძე სახლში მარტო იმყოფებოდნენ. ბინის პატრონი, რომელიც ანა ხელაძის დეიდა იყო, ხოლო რობერტ ახალაიას მამიდა, ფოთში საკუთარ მცირეწლოვან შვილებთან ერთად იყო წასული.

საქმის პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ ექსპერტიზის წინასწარი დასკვნით ხელაძეს 8 ჭრილობა აქვს მიყენებული.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდებულმა 19 წლის გოგონას ყელისა და კისრის არეში დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, შემდეგ ტანსაცმელი გამოიცვალა, ზურგჩანთაში მოათავსა და მიიმალა.

პროკურორის თქმით, ახალაია მის მიერ მიცემული ჩვენებით, დანაშაულს ფაქტობრივად, აღიარებს.

”თავიდან არ მინდოდა პოლიციაში მისვლა, მაგრამ მერე ფოთში რომ ჩავედი და ღამე გავათენე, ზღვაზე პოლიციაც რომ მოვიდა, გავყევი და გზაში მივხვდი, რომ ასე ჯობდა,” - აღნიშნა სასამართლოზე თავად ბრალდებულმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42