სკანდალი ,,ლენდოს“ დაყაჩაღების საქმეში - ანაბეჭდები ბრალდებულისას არ ემთხვევა და ის ხვა ყაჩაღობაში მონაწილე პირისაა
სამართალი - 18:15, 26 Nov, 2017     6179
ზუგდიდში მიმდინარე წლის 16 მარტს მიკროსაფინანსო კომპანია „ლენდოს“ დაყაჩაღებაში ბრალდებული გიორგი კუკავა 9 თვეა რაც საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება. კუკავა დაპატიმრების დღიდან აცხადებდა, რომ ის უდანაშაულოა და პროკურატურა არ არის დაინტერესებული, სიმართლის დადგენით.

საქმესთან დაკავშირებით სასამართლოზე მოწმეებიც დაიკითხნენ, რომელთა ჩვენებებიც გამოძიების ობიექტურობაში ეჭვებს ტოვებს.

ხვალ, 27 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასამართლო სხოდმაა ჩანიშნული, მანამდე კი როგორც „ნიუპოსტისთვის“ გახდა ცნობილი, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დადო დასკვნა, რომლის მიხედვითავ დაკავებულის თითის ანაბეჭდები არ ემთხვევა დანაშაულის ადგილიდან ამოღებულ ანაბეჭდებს, აღნიშნული ანაბეჭდები ეკუთვნის პირს, რომელმაც მეორე დანაშაულიც ჩაიდინა, კერძოდ კი საუბარია ასევე მიკროსაფინანსო ირგანიზაცია „ვივუსის“ დაყაჩაღებაზე.

„ნიუპოსტი“ გიორგი კუკავას ადვოკატს იოსებ ჯანაშიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ სასამართლო პროცესი ხვალ არის ჩანიშნული, პროკურატურა კი ვალდებულია ექსპერტიზის დასკვნა წარადგინოს, მისივე თქმით, აღნიშნულის ფონზე, ბრალდების მხარეს დაკავებულის მიმართ არავითარი გამამტყუნებელი მტკიცებულება აღარ გააჩნია:

„გიორგის ანაბეჭდი თავიდანვე არ დაემთხვა, უბრალოდ ახლა რა ანაბეჭდიც ამოღებული იყო, ის დაემთხვა სხვა პირის ანაბეჭდებს, რომელმაც მეორე დანაშაულიც ჩაიდინა, საუბარია „ვივუსის“ დაყაჩაღებაზე. სწორედ ამ პირის ანაბეჭდებს დაემთხვა, ჩვენ ჩავნიშნეთ ექსპერტიზა. როგორ გავიდა პრკურატურა გიორგი კუკავას კვალზე, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. მტკიცებულებები არ იყო, ვითომ დაზარალებულმა დაადო ხელი კუკავას ამოცნობის დროს. უბრალოდ, მსგავსება იყო იმ პიროვნებასა და გიორგის შორის და თითქოს, დაზარალებული შეცდაო, მაგრამ დაზარალებული რომ დავკითხეთ ჩვენ, თავიდანვე თქვა, რომ მაშინაც არ ვიყავი დარწმუნებულიო, უბრალოდ დამაძალეს და ასეთი ჩვენება მიმაცემინესო.

ხვალ დილით გვაქვს სასამართლო პროცესი და პროკურატურამ უნდა წარადგინოს ექსპერტიზის ეს დასკვნა. ფაქტობრივად, მას არანაირი მტკიცებულება აღარ აქვს და რასაც ვამბობდით ამ დასკვნით დადასტურდა“, - აღნიშნავს „ნიუპოსტთან“ საუბრისას ადვოკატი იოსებ ჯანაშია.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ დაყაჩაღებაში ბრალდებულ გიორგი კუკავას საქმეზე ორი მოწმე დაიკითხა, ორგანიზაციის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები, რომლებიც მომხდარს შეესწრნენ. ორივე მათგანმა სასამართლოს განუცხადა, რომ პოლიციისთვის მიცემული თავდაპირველი ჩვენების ერთი ეპიზოდის სიზუსტეში არც მაშინ იყვნენ დარწმუნებულები, როცა ოქმს ხელი მოაწერეს, და არც ახლა არიან. კერძოდ, არის თუ არა ბრალდებულის სკამზე მჯდომი ნამდვილად ის პირი, ვინც თავდასხმა განახორციელა.

„ლენდოს“ ყოფილმა თანამშრომელმა ანა კილასონიამ გაიხსენა ყაჩაღობის დეტალები. მისი თქმით, იმ დღეს ოფისში ოთხნი მუშაობდნენ, მომხმარებლები კი ჩვეულებრივზე ნაკლებნი იყვნენ. დანაშაულის დროს მხოლოდ ხანდაზმულ ცოლ-ქმარს ემსახურებოდნენ, როცა კარი გაიღო და ერთი, 40 წლამდე პირი შემოვიდა ბალოტისფერი ნიღბის სწორებით სახეზე. მას, მოწმის დაკვირვებით, მკვეთრი ცისფერი თვალები, ღია, ჩამოშვებული წარბები და აწითლებული ღაწვები ჰქონდა. ტანზე შავი ქურთუკი ეცვა კაპიშონით, ჯინსის შარვალი და თეთრძირიანი ფეხსაცმელი. ტანად მაღალი და გამხდარი იყო. ამბობს, რომ მან იარაღის მუქარით ფული წაიღო, გასვლის წინ კი ასეთი სიტყვები თქვა - „თქვენ ყველაფერი დაზღვეული გაქვთ, მე კიდევ შვილი საავადმყოფოში მიწევს“.

„ლენდოს“ ყოფილი თანამშრომლის თქმით, მერე სამართალდამცველებიც მოვიდნენ. მიკროსაფინანსოს ბაზაში მანამდე თანამშრომლები ეძებდნენ ფოტოსურათს, რათა დაედგინათ, იყო თუ არა ეს პირი მათი კლიენტი, ან ადამიანი, ვისაც უარი უთხრეს თავის დროზე სესხის გაცემაზე და ამან გაანაწყენა. მოწმემ სასამართლოს უთხრა, რომ ის ერთ-ერთმა პოლიციელმა გაიყვანა და ბრალდებულ გიორგი კუკავას ფოტოსურათი უჩვენა, თან ჰკითხა, ხომ არ ამოიცნო მასში დამყაჩაღებელში:

„მივამსგავსე, რადგან ძალიან მკვეთრი ცისფერი თვალები ქონდა იმ სურათზე. არ ვიცოდი, რომ დაკითხვამდე არ უნდა ეჩვენებინათ. მაგრამ დარწმუნებით ვერც მაშინ გეტყოდით და ვერც დღეს, რომ ის ადამიანი გიორგი კუკავა იყო. იმ პოლიციელმა მითხრა, ფოტო რომ გაჩვენე, არავის უთხრაო. მაშინ ვერ მივაქციე ამ სიტყვებს ყურადღება“.

ანა კილასონიას თქმით, კიდევ ერთხელ ბრალდებულის ფოტოსურათი პოლიციის სამმართველოში ამოცნობამდეც უჩვენეს, უკვე ამოცნობაზე კი წინ სამი პირი დაუყენეს, რომელთაგან ორი საერთოდ არ შეესაბამებოდა მის მიერ აღწერილ ადამიანს. ერთი თავად კუკავა იყო.

„გამოიყენეს ჩემი ემოციური მდგომარეობა. შეიძლებოდა უდანაშაულო ადამიანისთვის დამედო ხელი. ემოციურ ფონზეა ჩემი ჩვენება დაწერილი, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ“, - განუცხადა ანა კილასონიამ სასამართლოს.

მანვე აღნიშნა, რომ საბოლოოდ ხელი მოაწერა ოქმს, სადაც წერია - გიორგი კუკავა ნამდვილად ის ადამიანია, ვინც ყაჩაღობა ჩაიდინა. მოწმის თქმით, შეეცადა ჩანაწერი ყოფილიყო შემდეგნაირად, რომ არ იყო ამ ყველაფერში დარწმუნებული, თუმცა პასუხად მიიღო - ოქმი კი და არას გარეშე, სხვანაირად ვერ შედგებაო. ამბობს, მისთვის არავის განუმარტავს, ადვოკატის ყოლის უფლება რომ ქონდა, ვისგანაც სამართლებრივ რჩევას მიიღებდა. არც ის იცოდა, მეორე დღეს რომ იყო შესაძლებელი ამოცნობის პროცესის გავლა.

ანა კილასონიას თქმით, გიორგი კუკავა „ლენდოს“ კლიენტი არასდროს ყოფილა. არც არასდროს უთქვამთ მისთვის უარი სესხზე. მოწმისვე განმარტებით, ძალიან მძიმეა იმ შეგრძნებით ცხოვრება, რომ შესაძლოა განსასჯელის სკამზე შენი მონაწილეობით სრულიად უდანაშაულო ადამიანი აღმოჩნდეს, ამიტომ სურს სიმართლე დადგინდეს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ყოფილმა თანამშრომელმა კიდევ ერთ გარემოებაზე ისაუბრა. აღნიშნა - მის პოლიციელ დეიდაშვილს, რომელიც თბილისში მსახურობს, დაურეკეს და უთხრეს, ნათესავს ჩვენება არ შეეცვალა, თორემ ამას ანანებდნენ.

ანა კილასონიამ პროცესზე წარმოადგინა ზ.ფ-ს ფოტოსურათი, ვინც დღეს ასევე ყაჩაღობისთვის იხდის სასჯელს და განმარტა, რომ ეს ადამიანი ძალიან გავს იმ პირს, ვინც „ლენდოს“ თავს დაესხა. თუმცა ვერც ამ შემთხვევაში ამტკიცებს დარწმუნებით, რომ დამნაშავე სწორედ ის არის და არა გიორგი კუკავა.

სხდომაზე ანა კილასონიას გარდა ორგანიზაციის მოქმედი თანამშრომელი ლელა ბოჭორიშვილიც დაიკითხა. მათი ჩვენებები თითქმის იდენტური იყო. მანაც აღნიშნა, რომ არც ის არის დარწმუნებული გამოძიებისთვის მიცემული თავდაპირველი ჩვენების სიზუსტეში, რომლის თანახმადაც განსასჯელის სკამზე მჯდომი დამნაშავეა მოცემულ საქმეში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42