მამათმავლობა არასრულწლოვან ბიჭებთან - ბრალდებულს 9-წლამდე პატიმრობა მიესაჯა
სამართალი - 19:12, 24 Nov, 2017     3217
თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პირს რომელსაც ბრალად ედებოდა მამათმავლობა წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, 8 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, ბრალდებულ გ. ვ.-ს მიმართ.

გ.ვ.-ს ბრალად ედებოდა მამათმავლობა წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, წინასწარი შეცნობით სექსუალური ხასიათის შეღწევა წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან. (44 ეპიზოდი).

არასრულწლოვანი ბიჭების მიმართ სექსუალური ლტოლვის მქონე ბრალდებულმა გ.ვ.-მ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

სასამართლომ ბრალდებული გაამართლა მის მიმართ წარდგენილ ერთ ეპიზოდში, ხოლო დანაშაულის 43 ეპიზოდის ჩადენისათვის გ. ვ. ცნობილ იქნა დამნაშავედ.

გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით,

საბოლოოდ 8 წლით და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ბრალდებულს სასჯელად მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალურ სასჯელთან მიახლოებული სასჯელი განესაზღვრა"- აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42