“საქმის მასალების მიხედვით, რომელიც ჩვენ გვაქვს, მტკიცებულებები გვაძლებდა საშუალებას, რომ მისთვის წაგვეყენებინა ბრალდება იმ მუხლებით, როემლიც მას აქვს წარდგენილი და შესაბამისად დღეს ვიხილავთ მისთვის აღკვეთის ღონისძების შეფარდების საქმეს. ვინაობას ვერც ჩვენ დავასახელებთ, იმიტომ, რომ ვიცით ჩენ მისი პოზიცია ამასთან დაკაშირებით, გარდა ამისა, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე არც ჩვენ მოგვაჩნია მიზანშეწონილად, დავასახელით მისი ვინაობა ამ ეტაპზე,”- განაცხადა ნანა ხუნჭუამ.
თბილისში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქის პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშმყოფი თავს უდანაშულოდ მიიჩნევს და დუმილის უფლებას იყენებს. პროკურორის განცხადებით კი, ბრალდებული ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანდა და ჰქონდა შეიარაღება.
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის დაკავებულ პირსშედეგად დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა, მას ბრალი პროკურატურამ გუშინ წაუყენა.
მასალის გამოყენების პირობები






