"ტაბულა“- ს თანამშრომლების მიმართ მუქარაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
სამართალი - 12:06, 20 Nov, 2017     1597
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და „ტაბულა მედიას“ თანამშრომლების მიმართ მუქარაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 17 ნოემბერს დაახლოებით 13:15 საათზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი გ.მ. მივიდა ქ.თბილისში, სამოქალაქო განათლების ფონდ „ტაბულა მედიას“ ოფისში, სადაც „ტაბულა მედიას“ თანამშრომლებს - ხ.ღ-ს, თ.ნ-ს, ა.ა-ს, ა.გ-ს და შ.ტ-ს, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა. აღნიშნულ პირებს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ.

სამართალდამცველებმა გ.მ. იმავე დღეს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას საფუძვლად დაუდო ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეების არსებობა.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42