ბავშვი ზუგდიდის საავადმყოფოში დედამ და ბაბუამ მიიყვანა. ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობს. არსებული ინფორმაციით, მცირეწლობანი ძირითადად ბაბუასთან იზრდება, ხოლო რამდენიმე დღეა დედას ის მეორე მეუღლის ოჯახში ჰყავდა.
,,ნიუპოსტის“ კორესპონდენტის თქმით, დედა აცხადებდა, რომ ის იმ მომენტში სახლში არ იმყოფებოდა, ხოლო დაბრუნებულს ბავშვი ამ მდგომარეობაში დახვდა.
საეჭვო გარემოებიდან გამომდინარე, საქმეში სამართალდამცველები და სოციალური მომსახურების სააგენტო ჩაერთო. ბავშვს ექსპერტიზაც ჩაუტარდა.
გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა ბავშვი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ყოფილიყო, კლინიკიდან გაწერის შემდეგ, ის, მინდობილობით ერთერთ ოჯახში იმყოფება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემოსვანეთის სამხარეო ცენტრის უფროსის ავთანდილ ცქვიტარიას განცხადებით, ბავშის უფლებები არის დარღვეული. ,,სოციალურმა მუშაკმა შეამოწმა, ჩვენ ჩვენი მოვალეობები შევასრულეთ და ბავშვი გადაყვანილია მზრუნველობაში“.
საქმეს უკვე სწავლობს სამართალდამცავი უწყება, როგორც ,,ნიუპოსტს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






