სასჯელაღსრულების დასეწებულებიდან გამოსვლის შემდეგ ყოფილმა პატიმარმა თქვა, რომ არ იცის რის საფუძველზე აკეთებენ აკადემიკოს შარაძის ოჯახის წევრები განცხადებებს, რომ თითქოს ბარათელი უდანაშაულოა.
"ბრალი აღიარებული მაქვს და სასჯელიც მოვიხადე. არავის არ ვადანაშაულებდი არანაირ ზეწოლაში. გასაგებია, რომ ოჯახი არ მთვლის დამნაშავედ. მათთან მერე ვილაპარაკებ”,- განაცხადა ბარათაშვილმა.
ყოფილი პატიმარი, რომ ხელახალი გამოძიების მოთხოვნით პირადად მას პროკურატურისთვის არ მიუმართავს.
“არავის არ ვადანაშაულებდი არანაირ ზეწოლაში. მე ვარ პატიმარი, ბრალდებული. გამოძიებასთან, პროკურატურასთან და ვისაც პაგონები აქვს, მე მაგ ხალხთან არ ვთანამშრომლობ,“ - განაცხადა ყოფილმა მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა.
10 წლის შემდეგაც ის მკვლელობის მოტვად შურისძიებას ასახელებს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.
გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მოკლეს. აკადემიკოსის ოჯახის წევრები მკვლელობის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობდნენ.
შენიშვნა: ფოტო "იმედინიუსი"
მასალის გამოყენების პირობები






