გურამ შარაძის მკვლელობისთვის გასამართლებული გიორგი ბარათელი დღეს საპყრობილეს დატოვებს - „ვწუხვარ, რომ აქამდე, მეტი ვერაფერი გავაკეთე!“
სამართალი - 11:27, 17 Nov, 2017     11060
მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და ყოფილი დეპუტატის, გურამ შარაძის მკვკლელობაში მსჯავრდებული გიორგი ბარათელი საბყრობილეს დღეს დატოვებს - ამის შესახებ ინფორმაციას პროფესორ გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე ავრცელებს.

მისი თქმით, ბრალდებულს უფრთხილდება და ციხის კართან მხოლოდ პიარისთვის არ დადგება.

„შეგნებულად ავარიდე თავი დღეს საქართველოში ყოფნას და გიორგი ბარათელის დახვედრას. არც დეტალები ვიცი, რომელ საათზე გამოდის და ა.შ... ვიფიქრე, ცოტა დრო მაინც სჭირდება, რომ ყველასგან და ყველაფრისგან დაისვენოს, მათ შორის, ჩემგანაც. როგორც იცით, ბარათელი და მე, შარშან, სამჯერ შევხვდით ერთმანეთს და ერთად რომ შევკრიბოთ, 8-9 საათი მაინც ვისაუბრეთ. ასე რომ, დღეს, ჩემს ციხის კართან დგომას, შესაძლოა, მხოლოდ, პიარის (უკეთესი სიტყვა ვერ ვიპოვნე) სახე ჰქონოდა, რაც, ჩემი აზრით, ბარათელს სულ არ ესმიამოვნებოდა. არადა ყველაზე მეტად, ახლა მას უნდა გავუფრთხილდეთმ"- დაწერა რუსუდან შარაძემ სოციალურ ქსელში.

ამასთან, მოკლულული აკადემიკოსის შვილი ბარათელის გათავისუფლებით გახარებულია, თუმცა წუხს, რომ „მეტის გაკეთება ვერ შეძლო".

„გიორგი ბარათელი გამოდის ციხიდან. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ მიხარია?! ვწუხვარ, რომ აქამდე, მეტი ვერაფერი გავაკეთე, მაგრამ ვპირდები მასაც და მთელ საქართველოს, რომ მხოლოდ, ტყვია გამაჩერებს. არადა, დრო ითხოვეს. ჯანდაბას, მომიგდია სულ ცოტა ხანიც. მერე სად წამიხვალ, კოლმეურნობის თავმჯდომარევ, სად?!"- აცხადებს რუსუდან შარაძე.

სასჯელაღსრულებისა და პრბაციის სამინისტროში "ნიუპოსტს" აღნიშნული ფაქტი დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ გიორგი ბარათელი საბყრობილეს კალენდარულად, დღეს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს, თბილისის ცენტრში, მელიქიშვილის გამზირზე მოკლეს. მის მკვლელობის ბრალდებით გიორგი ბარათელს 26-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ბარათელმა თავდაპირველად დანაშაული აღიარა, თუმცა მერე, ჩვენება შეცვალა. შარაძის ოჯახი აცხადებს, რომ პროფესორი წინა ხელისუფლების დავალებით მოკლეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42