„დეკანოზმა მამალაძემ იცის, ვის „ხუშტურიკებსაა“ შეჭიდებული!“ - მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობს უსახელოს უწოდებს 
სამართალი - 13:52, 16 Nov, 2017     3404
მედია და საზოგადოება საუკუნის სკანდალს გამადიდებელი შუშით აკვირდება. ე.წ. ციანიდის საქმე უკვე სააპელაციო სასამართლოშია - დაცვის მხარე 6 დეკემბრიდან შეეცდება, მოსამართლეთა კოლეგია დაარწმუნოს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მსხვერპლია და არა - რეალური დამნაშავე, როგორც ეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა.


6 დეკემბრამდე არცთუ დიდი დროა და ვნახოთ, რა განაჩენს გამოიტანს სააპელაციო სასამართლო. მანამდე კი დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სახალხო დამცველის დასკვნამ, რომელიც უჩა ნანუაშვილმა გუშინ გამოაქვეყნა.

ნანუაშვილის უწყებამ წინასწარი გამოძიების დროს არსებული დარღვევები შეისწავლა და, ასევე მონიტორინგს უწევდა სასამართლო სხდომებს.

დოკუმენტში ომბუდსმენი მიუთითებს, რომ ყველაზე მეტი პროცესუალური დარღვევა წინასწარი გამოძიებისას დაფიქსირდება, თუმცა მათი გამოსწორება საქმის სასამართლოში განხილვისას არ მომხდარა.

სახალხო დამცველი ანგარიშში ხაზგასმით ამბობს, რომ მთელი პროცესის განმავლობაში ბრალდებისა და დაცვის მხარეები არათანაბარ პირობებში იყვნენ.

ამასთან, სახალხო დამცველი პირდაპირ ააცხადებს, რომ მამა გიორგი მამალაძის მიმართ არაკონსტიტუციური ქმედებები განხორციელდა.

როგორც „ნიუპოსტთან“ ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა თქვა, სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგს დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში წარადგენს.

ომბუდსმენის მონიტორინგის შედეგები, დიდი ალბათობით, საქმის სტრასბურგში განხილვის შემთხვევაშიც მოხვდება.

ამ და სხვა საკითხებზე „ნიუპოსტი“ მსჯავრდებულ მამალაძის ინტერესების დამცველს, ადვოკატ მიხეილ რამიშვილს ესაუბრა.

- ომბუდსმენის თქმით, „ციანიდის საქმეზე“ მართლმსაჯულება ვერ განხორციელდა. ამ შეფასებას ეთანხმებით?

ჩვენი ინფორმაციით, სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგს სააპელაციო სასამართლოსა და საქმის სტრასბურგში განხილვის შემთხვევაში, ევროსასამართლოსაც გადაუგზავნით.

- ჩამოვყალიბდებით, როგორ მივაწოდოთ სასამართლოს სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგები. რაც შეეხება უშუალოდ ომბუდსმენის დასკვნას, სახალხო დამცვველი ნეიტრაული მხარეა, რომელმაც დაკავების დღიდან განახორციელა მონიტორინგი და ამის შესაბამისად აანალიზებს, თუ როგორი აბსურდული ბრალი აქვს მამა გიორგის წაყენებული. სახალხო დამცველი ტყუილად არ აკეთებს მსგავს განცხადებებს.

- ნანუაშვილის განცხადებას საქმის პროკურორი გუშინვე გამოეხმაურა, ჯარჯი წიკლაური უჩა ნანუაშვილს სიცრუის მიზანმიმართულ გავრცელებაში ადანაშაულებს და ბრალს არაკომპეტენტურობაში სდებს...

- უმჯობესია, პროკურორმა მისი უწყების არაკომპეტენტურობაზე ისაუბროს. სახალხო დამცველი არ არის რიგითი ადამიანი, ეს არის ინსტიტუტი, რომელსაც დიდი კონტროლის ქვეშ აჰყავს ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმი.

ნიშანდობლივი და საინტერესოა მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებაც, რომელმაც უჩა ნანუაშვილი ლამის მოსამართლედ მოიხსენია და არა - შემფასებლად. ეს გარკვეულწილად იმაზე მიანიშნებს, რომ ერთ პოზიციაზე დგანან როგორც სასამართლო და პროკურატურა, ასევე, საპატრიარქოს გარკვეული პირები. ამაზე მეტი სიბეცე არ ვიცი, როცა სახალხო დამცველის მონიტორინგის დასკვნას არაკომპეტენტურს უწოდებ?! ჯარჯი წიკლაურმა კომპეტენცია, პირველ რიგში, თავისთან მოიკითხოს.

ყველას კარგად გვახსოვს, რომ სასამართლო სხდომა დახურული იყო, მეტიც, მოსამართლის მხრიდან იყო მცდელობა, რომ პროცესს სახალხო დამცველიც არ დასწრებოდა - არ უნდოდათ, საქმის დარღვევებით მიმდინარეობაზე საზოგადოებისთვის ცნობილი გამხდარიყო. ეს მიზანმიმართული, კარგად დაგეგმილი მოქმედებებია. დღეს ჯარჯი გამოვა, ხვალ შეიძლება, სხვა პროკურორი გამოვიდეს და სხვა პოზიცია გააჟღეროს, რადგან არაერთხელ შეუცვლიათ პოზიცია. მათი ფანტაზია ულევია.

- რა განწყობით მიდიხართ სააპელაციოში - გაქვთ ობიქტური სასამართლოს იმედი?

- დემოკრატიისთვის, სასამართლო და მართლმსაჯულება ძირითადი რგოლებია. ვიმედოვნებ, სააპელაციო სასამართლო ობიექტურ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას მიიღებს . სამწუხაროდ, ამას ვიმედოვნებდი პირველი ინსტანციის დროსაც, მაგრამ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დავალება შეასრულა. იმედია, სააპელაციო პალატაში მოსამართლეებს გონიერება ეყოფათ და გამამართლებელ გადაწყვეტილებას გამოიტანენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპელობაზე, სამართლიანობასა და დემოკრატიაზე პრეტენზია ნუ გვექნება! თუ ეს საქმე სტრასბურგამდე მივა, სასამართლო ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც კიდევ ერთი შავი და სამარცხვინო ფურცელი იქნება როგორც ჩვენი მართლმსაჯულებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის. ვიმედოვნებ, საერთაშორისო სკანდალს აგვარიდებენ.

- როგორია დეკანოზის პოზიცია?

- საბრძოლო განწყობაზეა, სანამ სიმართლე არ იზეიმებს და საზოგადოება ბოლომდე არ დაინახავს, რისი მსხვერპლია და ვის ამბიციებს, „ხუშტურიკებსაა“ შეჭიდებული, იქამდე ასე იქნება. მას უნდა, საკუთრი უდანაშაულობა დაამტკიცოს.

- საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას სკანდალური განცხადება გააკეთეთ და თქვით, მემუქრებიანონ. ამაზე გამოძიება დაიწყო?

- მუქარა არაერთხელ ყოფილა... ჩემი განცხადება შიშისგან კი არ იყო გამოწვეული, არიქა, მიშველეთ-მეთქი. არამედ, ამ საკითხს იმიტომ შევეხე, რომ ჩემს გარშემო არიან ჩემი ახალგაზრდა კოლეგები და მინდოდა, ისინი დაცულები ყოფილიყვნენ. არ გავჩერდები და ყოველთის, როცა ცდილობენ, ადამიანს პოზიციები დაშინებით შეაცვლევინონ, რეაგირება მექნება!

- მეუფე იაკობისგან, რომელმაც როგორც გირგვლიანის, ასევე დეკანოზის საქმეში ჩანერგილი აგენტი გიწოდათ, მორალური ზიანის სანაცვლოდ, 20 ათას ლარს ითხოვთ...

- მას მეუფეს ეძახიან, მაგრამ ჩემთვის ე.წ. უსახელოა. ძალიან ვეცადე მასთან შეხვედრას, მინდოდა, დაედასტურებინა ის ცილისწამება, რომელითაც შეურაცჰყო გირგვლიანების ოჯახი და ჩემი პატივი და ღირსება. მან ამ ჭორაობისთვის პასუხი უნდა აგოს. საქმე სასამართლოშია და „უსახელოს“ მოუწევს დადასტურება, საიდან მოიტანა აღნიშნული ინფორმაცია. ის ბოდიშსაც მოიხდის და იმას მიიღებს, რაც დაიმსახურა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42