„მთვრალი პოლიციელები მომდევდნენ და მესროდნენ“ - 18 წლის ბიჭი სამართალდამცავებს ადანაშაულებს
შემთხვევა - 11:20, 16 Nov, 2017     3185
რუსთავში, 18 წლის რობი ღონღაძე ნასვამ სამართალდამცავებს დევნასა და ცემაში ადანაშულებს. ინციდენტი, როგორც ახალგაზრდა ამბობს, 12 ნოემბერს მოხდა.

მომდარის შესახებ ღონღაძე „ინფო რუსთავთან“ საუბრობს და აცხადებს, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც მასთან კრიმინალური პოლიციის მანქანა გაჩერდა, მაღაზიის სავარაუდო გაქურდვაში დაადანაშაულეს და მისი განყოფილებაში გადაყვანა სცადეს.

„აქ რას აკეთებთ, მაღაზიის გაქურდვას ხომ არ აპირებთ?" - აღნიშნავს ღონღაძე.

ახალგაზრდის თქმითვე, სამართალდამცავებს, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ზრდილობიანად უპასუხა, თუმცა პოლიციელებმა მისი მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასმა და განყოფილებაში გადაყვანა სცადეს, თუმცა ღონღაძემ გაქცევა მოახერხა. როგორც ახალგაზრდა ამბობს, პოლიციელები სწორედ ამ დროს დაედევნენ და სროლა დაიწყეს. ბიჭი წაიქცა და პოლიციელებმა უმოწყალოდ სცემეს.

როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომდარზე მოქალაქემ მიმართა და შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ რეაგირება მოახდინა, მაგრამ შეტყობინების ინიციატორთან კავშირის დამყარება ვერ მოხერხდა.

„მიმდინარე წლის 12 ნოემბერს შსს-ს გენერალურ ინპექციაში შემოვიდა მოქალაქის შეტყობინება ქალაქ რუსთავში პოლიციელების მხრიდან მის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ.

შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა, თუმცა მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, შეტყობინების ინიციატორთან სატელეფონო კავშირის დამყარება ვერ მოხერხდა.

ამავე თემაზე შსს-ს გენერალურ ინსპექციას, ასევე, მიმართა სახალხო დამცველის რუსთავის ოფისის წარმომადგენელმა და დამატებითი ინფორმაციის მოწოდების მიზნით, შსს-ში, შეტყობინების ინიციატორ მოქალაქესთან ერთად, მიმდინარე წლის 16 ნოემბერს გამოცხადების სურვილი გამოთქვა.

სახალხო დამცველის წარმომადგენელსა და შეტყობინების ინიციატორ მოქალაქესთან გასაუბრების შემდეგ, ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად, შსს-ს გენერალური ინსპექცია შესაბამის და ყველა საჭირო მოქმედებას განახორციელებს,“ - აღნიშნავენ შსს-ში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42