1492 წლის ნოემბერში, კუბაზე, კოლუმბმა ორი მეზღვაური, ტორესი და ხერესი კუნძულის დასაზვერად გაგზავნა. ინდიელთა სოფელში ყოფნის დროს, მათ იხილეს, როგორ მოწიეს ადგილობრივებმა თამბაქო და თავადაც გასინჯეს ის.
კოლუმბთან დაბრუნებისას, მეზღვაურებმა კოლუმბსაც აუხსნეს, თუ როგორც უნდა მოეხმარა თამბაქოს ფოთლები. მან საკუთარ დღიურში აღწერა ეს პროცესი, 1492 წლის 15 ნოემბერს.
საინტერესოა, რომ ხერესი, რომელმაც მოწევა ესპანეთში, მშობლიურ ქალაქ აიამონტეშიც განაგრძო, არის პირველი ადამიანი, რომელსაც მოწევისთვის სასჯელი დაადეს. ხერესის მიერ თამბაქოს მოწევამ შეაშინა მისი მეზობლები და შედეგად ინკვიზიციამ იგი 7 წლით ციხეში ჩასვა "ეშმაკის სარეველას" მოხმარებისთვის.
თამბაქოს მოწევის სურათი ცენტრალური ამერიკის ტაძრებში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1000 წლით დათარიღებულ ფრესკებზე გვხვდება. თამბაქო დიდი პოპულარობით სარგებლობდა იმდროინდელ ექიმბაშებში და მას სამკურნალო, ტკივილგამაყუჩებლის თვისებებს მიაწერდნენ. შემდეგ თამბაქოს რელიგიურ რიტუალებშიც იყენებდნენ, მათ მიჩნდათ, რომ თამბაქო მათ ღმერთებთან აახლოებდა. შემდეგ ჩრდილოეთ ამერიკაში ჩიბუხი შემოვიდა ხმარებაში, ხოლო სამხრეთში უფრო მეტად სიგარა - თამბაქოს დახვეული ფოთლები იყო პოპულარული.
როგორ გაეცნო კოლუმბი თამბაქოს მოხმარებას, ზემოთ უკვე აღვნიშნეთ. ინკვიზიციის დევნის მიუხედავად, ესპანელებს და პორტუგალიელებს, კონტრაბანდულად, თამბაქოს არა მარტო ფოთლები, არამედ თესლიც შემოჰქონდათ.
თამბაქოს მოწევა სამეფო კარზეც დაიწყეს - საფრანგეთის ელჩმა ლისაბონში დედოფალ ეკატერინე მედიჩის სპეციალურად გაუგზავნა თამბაქოს ფოთლები, როგორც თავის ტკივილის კარგი საშუალება. თამბაქოს არამარტო ეწეოდნენ, არამედ ღეჭავდნენ და ყნოსავდნენ კიდევაც.
ამერიკის აღმოჩენიდან ერთი საუკუნის შემდეგ, თამბაქო უკვე მოჰყავდათ ბელგიაში, ესპანეთში, იტალიაში, შვეიცარიაში, ინგლისში. მან შეაღწია რუსეთშიც.

პირველად თამბაქოს მავნებლობაზე XVII-ე საუკუნეში ალაპარაკდნენ. საუყკუნის დასასრულს ევროპაში გააქტიურდა თამბაქოს საწინააღმდეგო მოძრაობა, თამბაქოს აკრიტიკებდა ეკლესია, ხოლო ექიმებმა დაიწყეს მისი ხშირი მოხმარების მავნებლობის გამოყენება. ლუდოვიკო მეთოთხმეტემ ისიც კი განაცხადა, რომ იგი ვერ აკრძალავდა თამბაქოს მოხმარებას, რადგან ეს სერიოზულ ზიანს მიაყენებდა შემოსავლებს. ამასტან ყოველი მსგავსი აკრძალვა ზრდიდა ევროპაში კონტრაბანდული თამბაქოს შემოტანას.
პირველად, 1890 წელს აშშ-ს 26 შტატში აიკრძალა თმაბაქოს ნაწარმის მცირეწლოვნებზე გაყიდვა, ხოლო 1908 წელს ნიუ=იორკში ქალებს საჯარო ადგილებში მოწევა აუკრძალეს. სწორედ ამ დროიდან გახდა მოწევა ქალების ემანსიპირებულობის მაგალითი.
თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო და უფრო აქტიურად მიდის თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლა, ხოლო 2018 წლიდან საქართველოში ამოქმედდება სპეციალური რეგულაციები, რომელიც კრძალავს თამბქოს მოწევას დახურულ სივრცეში, გარდა საცხოვრებელი ადგილებისა და პენიტენციარული დაწესებულებებისა ასევე ზოგიერთ ღია სივრცესა და შეკრებაზე; მისი პოპულარიზაციის სხვადასხვა ფორმებს, თამბაქოს ნაწარმის ხილულ განლაგებას და სხვ.
მასალის გამოყენების პირობები






