დაკავებული გრიგოლ კაპანაძის ცემის ბრალდებას შსს განცხადებით პასუხობს
სამართალი - 10:52, 10 Nov, 2017     1860
ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი, სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს.

გრიგოლ კაპანაძე გამოკვლევისთვის ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში იყო მოთავსებული. მისი მონახულების უფლება ქონდა ადვოკატსაც. ეკა აბაშიძის თქმით, დაკავებულს დაზიანებები აღენიშნება. კაპანაძე ამბობს, რომ პოლიციელებმა სცემეს. ადვოკატის განცხადებით, კლინიკაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც დროებითი მოთავსების იზოლატორმა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დაკავებული არ მიიღო. უფლებადამცველი და ოჯახის წევრები, მომხდარის გამოძიებას მოითხოვენ.

თამაზ კაპანაძის თქმით, მისი შვილი ერთი თვის წინაც დააკავეს, სცემეს და გამოუშვეს. მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ გრიგოლ კაპანაძის სიმამრი, კანონიერი ქურდია.

„არ მაჩვენებენ ჩემს შვილს და არის ნაცემი, ეს პირადად სცემა ავთანდილ გალდავამ. ჩემს შვილზე და ჩემს ოჯახზე მთელ პოლიციას ამ 5 წლის განმავლობაში აქვს აგრესია. პირველ ბიჭს იარაღი ჩაუდეს და დღესაც ციხეში ზის, ამ პატარა ბიჭის სიმამრი არის კანონიერი ქურდი, მერე რა ვქნათ, რომ კანონიერი ქურდია/“- განაცხადა თამაზ კაპანაძემ.

სამართალდამცველების მიმართ, დაკავებული მამაკაცის ოჯახის წევრების პრეტენზიას, რომ გრიგოლ კაპანაძე პოლიციელებმა სცემეს, შსს ოფიციალური განცხადებით ეხმაურება. შსს-ს განცხადებით ახალციხეში ერთ-ერთ თურქულ ბარში, პირთა ჯგუფმა ბარში მყოფ საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, შესვლისთანავე, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც თურქეთის რესპუბლიკის ერთ-ერთმა მოქალაქემ თავის არეში დაზიანება მიიღო. ახალგაზრდები არ დაემორჩილნენ შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელების არაერთგზის კანონიერ მოთხოვნას, დაეცვათ წესრიგი. მათ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც პოლიციამ ისინი ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე (საქართველოს ასკ-ს 173-ე მუხლით), ადგილზე დააკავა. ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამივე პირი პოლიციამ ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ. ერთ-ერთმა დაკავებულმა, გ.კ.-მ დამატებითი სამედიცინო შემოწმება მოითხოვა. პოლიციამ იგი, შემდგომი გამოკვლევის მიზნით, ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანა. საავადმყოფოში გ.კ.-ს ჯანმრთელობის დეტალური შემოწმება ჩაუტარდა, კომპიუტერული ტომოგრაფიების ჩათვლით, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მას რაიმე სახის დაზიანება ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა არ აღენიშნება. გ.კ. ამჟამად გადაყვანილია ახალციხის რაიონულ სასამართლოში, სადაც მიმდინარეობს მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოების საქმის განხილვა.

გამოძიება ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის პირველი ნაწილით).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42