უზენაესი სასამართლო შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
სამართალი - 20:36, 09 Nov, 2017     1629
საქართველოს უზენაესი სასამართლო დღეს გამართული შეხვედრის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს:


"2017 წლის 9 ნოემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მონაწილეობით, გამართა შეხვედრა მოსამართლეებთან თანამდებობაზე უვადოდ გამწესების წესთან დაკავშირებით.

დახურულ ფორმატში მიმდინარე შეხვედრას ესწრებოდნენ თანამდებობაზე უვადოდ გამწესებული მოსამართლეები და ასევე, ის მოსამართლეებიც, რომელნიც ამ ეტაპზე არ იქნენ უვადოდ გამწესებული.

დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ გამწესების წესთან დაკავშირებით ორგანული კანონის 794 მუხლის შესაბამისი დებულებების თაობაზე მოსაზრებების მოსმენა და ერთიანი პოზიციის შემუშავება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ასევე, უვადოდ გამწესებულმა მოსამართლეებმა, მონაწილეებმა მოისმინეს მოსაზრებები, მოსამართლისათვის უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შემთხვევაში, განმეორებით იუსტიციის საბჭოსათვის მიმართვის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოქვეყნდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი დეპარტამენტის შეფასება.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საბჭოს მომდევნო სხდომებზე მოხდება მოსამართლეებისა და დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირება იმ წინადადებაზე, რომელიც ეხება 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის უვადოდ დანიშვნას.

შეხვედრის დასასრულს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ხელი მოაწერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას 34 მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ"- ნათქვამია განცხადედებაში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42